ელენე წითაშვილი – „არა ფარისევლურ ნიღაბს ჩვენს სახეზე“

ღამით, ჩუმად და ნელა შემოიპარება ხოლმე… შემდეგ ანარეკლებს გამირღვევს გონებაში,კელდებსა და ფანჯრებზე მოშინაურდება,პირდაპირ ასე ანაზდად შემომაჩერდება სახეში. ამ დროს ვიხსნი ნიღაბს და პირქუშ მთვარეს მივაყუდებ ხელოვნურად შექმნილ-მთელი დღის დაღლილ ფარისეველ ”არსებას”,სანამ მზე ამოვა და ალმოკიდებული შემომთავაზებს ისევ მის გაკეთებას. ჩვენ ყველა!ყოველ დღეს ასე ვიქცევით! საკუთარ თავთან ვართ ხოლმე გულახდილები, ამისიც გვეშინია ,ჩვენშიც ხომ ორი მე არის.
ფიქრის საშუალებას, ღიაობას მთვარის ყოფნის დროს ვახერხებ. ამ დროს უცებ გალაკტიონის ”მთაწმინდის მთვარე” – შემომიტევს გამიბნევს გონებაში ყაყაჩოს ველივით ფრაზებს:”ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი”- და ამ დროს ვხვდები,რომ მართლა აღსარების დროა საკუთარ თავთან,ღმერთთან და მასთან,რომელიც ჩემზე ახლოსაა მთვარესთან.
იწყება ფიქრი. ასე! ზუსტად ასე (ჯერ ჩავიქირქილებ)…
ადამიანი ესეს ჰგავს. მისი ტალღა ეს ჰორიზონტია ზუსტად: ”შესავალი”,”ძირითადი ნაწილი”,”დასკვნა”.
”შესავალი”- ბავშვობაა,როდესაც ყალიბდები და ემზადები გახდე საზოგადოების სრულფასოვანი წევრი(ნამდვილი საზოგადოების,რომელიც როდი არის ნამდვილად კარგი). დილა იწყება ასე:დედა ჩაითა და კარაქით გიმასპინძლდება,მერე ბაღში წასასვლელად უზარმაზარ ლექსს გამეორებინებს,ბაღში კი ყველაზე მაგარი ვარსკვლავი გხვდება წილად რომელსაც რათქმაუნდა უფრთხილდები რადგან შენთვის ძალიან ძვირფასია. არის თუ არა ეს ასე? თუ გავიხსენებთ ზუსტად ასე იყო. იძერწება ეს ყველაფერი,სწავლობ როგორ გაუფრთხილდე შენთვის ძალიან ძვირფასს,რომელიც მომავალში ანუ ”ძირითად ნაწილში”არც იქნება მნიშვნელოვანი. ეს არის პერიოდი ფიფქიების,ფერიების,იების როლისა,აქაც ირგებ სახეებს. შეიძლება ბოროტი ჯადოქარი ნამდვილად გახდე და ბავშვობის ფიფქიის როლი გამოგეცალოს. ბავშვობა პარალელსაც ავლებს მომავალთან. ქვიშობანა,ტალახობანა,დამალობანა-დაჭერობანას კი იმიტომ ვთამაშობთ,რომ სხეულში მძრომიალე სულს დაუმტკიცოს ერთ-ერთმა მე-მ,რომ რაღაც აუცილებლად შეუძლია. შენს გაზრდას და იმედს კი დედა მაშინ ხვდება,რომ პირველად მიართმევ ყვავილების თაიგულს. ეს ანფასია,პირისახე წინიდან,პირდაპირ,შემდეგ უყურებ… ახვევ…
”ძირითადი-მთავარი ნაწილი”- ეს შენი ”შესავალი” ნაწილიც კი არის რაღაც მოგყვება ანუ ბავშვობიდან.მაგრამ ეს რთული გზაა,ამ პერიოდში შეიძლება ღმერთიც კი მოკლა შენს სულში რომელიც ბავშვობიდან თან გსდევდა. შენმა ერთ-ერთმა მე-მ შეიძლება სიკეთის ქვეყანაზე უარი თქვას და ბოროტების ქვეყანას შეუერთოს სული. დიახ,ადამიანის ქმედებებს შეუძლია მათივე სულში ღმერთი მოკლას.ფრიდრიხ ნიცშე”-”ასე იტყოდა ზარათუსტრა” -ში ღმერთის სიკვდილი იცით რამ გამოიწვია? პიროვნულობის,ადამიანობის დაკარგვამ, ადამიანის ცხოვრების წესმა,ამიტომ მოკვდა ღმერთი ადამიანის სულში.შემძრავს ხოლმე ეს სიტყვები:”ღმერთი მკვდარია,ადამიანისადმი სიბრალულმა მოკლა ღმერთი”, ეს მიუთითებს,რომ… (ალბათ ჩემზე უკეთ თქვენ შეძლებთ დაასრულოთ წინადადება)
პიროვნულობა და ადაიანობა თუ არ გაკლია კარგია. მაგრამ დღეს ჩვენ ეს გვაკლია.მატერიალისტობა კი უფრო სულში ახლა მძვინვარებს. ბავშვობასი თუ თაროებზე შემოწყობილი:”ტინკი”,”ვინკი”,”ლალა”,”პო” -ს სათამაშოები და კუბიკები გვახალისებდა ახლა ჩვენი მოთხოვნილებები ლოგიკურია გაზრდილია.
ფასეულობები… ღირებულებები გადარჩევისკენ წავიდა. არჩევა-ჩანაცვლება-გადარჩევა ხდება ყველაფრის.სანაგვეში თამამად შეგვიძლია მოვისროლოთ ადამიანები(თუნდაც დედები) ცხოვრების”ძირითად ნაწილში”.უცებ წამომიტივტივდა ისევ მატერიალისტობის მსხვერპლის ერთ-ერთი მაგალითი ფრანც კაფკას ”მეტამორფოზა”- მთავარი გმირი გრეგორ ზამზა- ის ყველას სჭირდება ოჯახში,რადგან ყველაფერი აქვს იმისთვის,რომ ოჯახი არჩინოს. რათმაუნდა ის სჭირდებათ ის ხომ აქტიურ და საჭირო ფაზაშია. მაგრამ გამომდინარე იქიდან,რომ ”ადამიანი ადამიანისთვის მგელია” -თვით ოჯახის წევრებიც კი ხელს გკრავენ თუ მათთვის საშინელი არსება გახდები. დიახ,თუ გრეგორივით ხოჭო გახდები,უსარგებლო ყველა გკრავს ხელს და გადაგთელავენ.სანაგვეში გისვრიან როგორც ხოჭოდ გადაქცეული გრეგორი. მაგრამ ერთ დროს არ დაელოდებიან,რომ სამართლის მობრუნება უფალს შეუძლია.მაგრამ მოკვდა ყველაფერი ჩვენში.პროცესში ხომ არის სულ თუ არ დაგვიკარგავს.
ჩვენმა ქმედებებმა და ფარისევლობამ ჩვენს სულში ”მოკლა ღმერთი”.
იცით გვიანი როდისაა? ”ჟამი სინანულისანი?!”როდისაა?- დასკვნით ნაწილში,როდესაც მოვხუცდებით ან როდესაც მივხვდებით,რომ ფარისევლური ნიღაბი არ გვეტარებინა, არ დაგვეკარგა ადამიანობა,გრძნობები,ქცევებიდან გამომდინარე ახლო ადამიანები(მშობლები თუნდაც,რომლებსაც სახლებიდან აგდებენ),მეგობრები რომლებსაც ნამდვილად კარგი უნდოდა თქვენთვის. ესყველაფერი კი ღმერთის ცნებებს ეწინააღმდეგება და პასუხი კითხვაზე არის თუ არა ღმერთი ჩვენს სულში აქვე მივხვდებით.
ოდესღაც თუ ერთ მე-ს სურდა დაეკარგა სიკეთე მეორეს არ ენდომებოდა. უცილობლოდ საღამოს მთვარის ამოსვლისას უნდა მიგვეყუდებინა ნიღაბი მაგრამ დილით მზის ამოსვლისას არ უნდა გაგვეკეთებინა ის.
ადრე თუ გვიან მივხვდებით ყველაფერს..
მთვარე უნდა ჩავიდეს…
მე ისევ ვფიქრობ გავიკეთო თუ არა ნიღაბი,თუ ვფიქრობ ესეიგი ვიკეთებ…
და ისევ მოკვდა ჩემში ღმერთი…
ვეჭვობ თქვენც გაიკეთეთ ჩემთან ერთად ნიღაბი ამ აღსარების შემდეგ…
რა გადარჩება ჩვენში?

 

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.