21 თებერვალს ბრიტანული უნივერსიტეტის, University of East Anglia-ს პროგრამების პრეზენტაცია გაიმართება

21 თებერვალს, 16:00 საათზე სასტუმრო Radisson-ში ბრიტანული უნივერსიტეტის, University of East Anglia-ს საბაკალავრო, სამაგისტრო და A Level პროგრამების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი საგანმანათლებლო სააგენტო ELL-ია. პრეზენტაციაზე უნივერსიტეტის წარმომადგენელი მაიკ გევინი ისაუბრებს სასწავლებელში ჩარიცხვის, სტიპენდიების და კარიერული წინსვლის შესახებ.

„საუკეთესო სტუდენტებს საშუალება აქვთ მოიპოვონ A Level პროგრამაზე 40 % სტიპენდია (9480 ფუნტი), ასევე Foundation, International Year One და Graduate Diploma პროგრამების სტიპენდია (2000 ფუნტი). მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ კონსულტაცია და მიიღონ ინფორმაცია სასკოლო პროგრამებზე: Newton A-level Science and Medicine; Newton A-level Engineering and Mathematics; Newton A-level Economics, Business and Actuarial Science; საბაკალავრო პროგრამებზე (Undergraduate; University Foundation): Business and Economics with Accounting; Business and Economics with Society and Culture; Humanities and Law; Pharmacy Health and Life Sciences ; Physical Sciences and  Engineering, Psychology, International Development and Media და სამაგისტრო პროგრამებზე (Postgraduate, Graduate Diploma): Business, Economics; Social Sciences; Politics, International Relations; Agriculture and Rural Development“ – ამბობენ ELL-ში.

ELL-ის წარმომადგენლების თქმით, University of East Anglia იმ უნივერსიტეტებს შორისაა, რომელთა სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს საშუალება აქვთ, განაცხადი გააკეთონ  დიდი ბრიტანეთის Tier 1 post study applicant visa-ზე.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. წინასწარი რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული.

[R]

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.