ტურიზმის სფეროში საქმიანობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის სპეციალური გამოფენა გაიმართება

27 თებერვალს, სტუდენტებისთვის, ტურიზმის სფეროში კარიერის დასაგეგმად გამოფენამოეწყობა. ღონისძიება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება. გამოფენის მიზანია სტუდენტების ინფორმირება და მათთვის ტურიზმის ინდუსტრიის უკეთ გაცნობა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 25-ზე მეტი ორგანიზაცია. სტუდენტებს ექნებათ საშუალება, წამყვანი სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრონ, გაეცნონ მათ საქმიანობას, დაგეგმონ კარიერა და გაიგონ, რა უნარ – ჩვევები და გამოცდილება არის დამსაქმებლისთვის ამ სფეროში პრიორიტეტული. დასწრება თავისუფალია.

„ღონისძიების მიზანია სტუდენტებისთვის ტურიზმის სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლება და თანამედროვე ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს, კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრ 30-მდე კომპანიის წარმომადგენლებს”, – ამბობს საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ხელმძღვანელი თორნიკე ზირაქიშვილი.

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.