გორის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის „კრედო ბანკის“ დასაქმების ფორუმი ჩატარდა

2018 წლის 15 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახურისა და „კრედო ბანკის“ ურთიერთანამშრომლობით ჩატარდა „კრედო ბანკის“ დასაქმების ფორუმი. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ბანკის წარმომადგენლები, რეგიონალური და ადგილობრივი ფილიალების ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრა მიზნად ისახავდა პოტენციური დამსაქმებლების შეხვედრას სტუდენტებთან, სადაც ისაუბრეს კრედო ბანკში დასაქმების და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე.
სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია შიდა ქართლის რეგიონში (კასპი, გორი, ქარელი, ხაშური) არსებული ვაკანსიების შესახებ.

ფორუმის მიმდინარეობისას ჩატარდა გასაუბრების პირველი ეტაპი, სადაც შეირჩნენ წარჩინებული ახალგაზრდები, რომელთაც გასაუბრების პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს.
შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა მომავალი შეხვედრის გეგმა.

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.