ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის

მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ტანსაცმლის მაღაზია “Prime Gallery”, სადაც წარმოდგენილია შემდეგი დიზაინერები:(Polo, Ralph Lauren, Emporio Armani, Mmissoni, Aspinal of London, Marc Jacobs), აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასიამოვნო გარეგნობა;
  • გამართული მეტყველება;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • სიახლის სწრაფად ათვისება და თვითგანვითარების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
  • რუსული /ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ასაკი 18-30 წლამდე;
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება და ენების ფლობა;
  • 6 დღიანი სამუშაო გრაფიკი ,ცვლები 09:30-19:00 და 12:30-22:00.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • მომხმარებელთათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა, პროდუქტებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება და სრული კონსულტირება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ (CV) რეზიუმე ფოტოსურათით(წინაღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება განაცხადი) შემდეგ მისამართზე: hrtbilisi@leadersystem.ge და “Subject” ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: “კონსულტანტი”. ბოლო ვადა 2018 წლის 15 აპრილი.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • ორგანიზაციის პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მხარდაჭერა;
  • მედიაში ორგანიზაციისთვის რელევანტური სიახლეებისათვის თვალყურის დევნება;
  • ანგარიშებისა და კვლევებისათვის ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
  • პროექტული დოკუმენტაციისა და შეხვედრების ოქმების წარმოება;
  • კორესპონდენციის აღრიცხვა და ორგანიზება;
  • ორგანიზაციის ელ-ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
  • ორგანიზაციის სხვადასხვა პარტნიორებთან ურთიერთობა საჭიროებისამებრ;
  • პროექტულ საქმიანობებში ორგანიზაციის მენეჯმენტის მხარდაჭერა;
  • სხვა საოფისე საქმიანობების შესრულება საჭიროებისამებრ.

კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა (რუსული ენის ცოდნა სასურველია);
  • საოფისე პროგრამების (მათ შორის MS Excel-ის) სრულყოფილად ცოდნა.

სხვა სავალდებულო მოთხოვნები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • ენერგიულობა და ოპერატიულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ:

1. რეზიუმე (CV);
2. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.

საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@isfed.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 1 აპრილი.

შენიშვნა: არასრული განაცხადები არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

 

ლიბერთი ბანკი იწვევს სამუშაოდ სატელეფონო გაყიდვების აგენტი-რეზერვის პოზიციაზე თბილისში.

შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ საშუალება მცირე დროში გაიზარდონ და განავითარონ საკუთარი პროფესიონალური უნარები.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკის სხვადასხა პროდუქტების დისტანციურად გაყიდვა წინასწარ შერჩეული კლიენტების სიაზე, Call Script – ის მეშვეობით;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაწესებული გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • კლიენტის გარკვევა საკრედიტო პირობებში, კითხვაზე პასუხის გაცემა;
  • კლიენტის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში საკრედიტო პროდუქტის აქტივაცია, კლიენტის ანგარიშზე შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
  • სისტემატიური რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება / დამამათავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია – საბანკო საქმე, მენეჯმენტი, ფინანსები);
  • კარგი ორგანიზაციული, წერითი და ინტერპერსონალური თვისებები,;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;
  • კომპიუტერზე მუშაობის დახვეწილი უნარ-ჩვევები;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • დარწმუნების უნარი;
  • სისხარტე;
  • აზროვნების სისწრაფე;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

სრული სამუშაო განაკვეთი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (დეტალური ინფორმაცია მოგეწოდებათ გასაუბრების პროცესში).

როგორ მოგვმართოთ: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას “subject line”-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული, თქვენთვის სასურველი ადგილმდებარეობის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში “კანდიდატის პერსონალური მონაცემები”), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.