სსრკ-ის დაშლა და საქართველო XX საუკუნის მიწურულს (განხილვა)

სსრკ-ის დაშლა

საბჭოთა კავშირის დაშლა — XX საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარმა პროცესებმა გამოიწვია 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლა და მის ნაცვლად 15 დამოუკიდებელი და 4 თვითგამოცხადებული ან ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

ისტორიის მოკლე მიმოხილვა

საბჭოთა კავშირს ფართო ტერიტორია და მრავალეროვანი სტრუქტურა მემკვიდრეობით რუსეთის იმპერიისგან დარჩა. პოლონეთმა და ფინეთმა დამოუკიდებლობა მიიღეს. 1918-1921წლებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც, რომლებიც 1939-1946 წლებში ანექსიის გზით შეიერთა საბჭოთა კავშირმა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი ფლობდა უზარმაზარ ტერიტორიას ევროპასა და აზიაში. მას ჰქონდა გასასვლელი ზღვებსა და ოკეანეებში, უამრავი ბუნებრივი რესურსი, სოციალისტური ტიპის ეკონომიკა, განვითარებული სამხედრო მრეწველობით. ამ ყველაფრის გარდა „სოციალიტური ქვეყნების ბანაკის“ მმართველობა საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ იყო.

XX საუკუნის 70-80-იან წლებში კონფლიქტებს (აურზაური 1972 წელს კაუნასში, დეკემბრის მოვლენები ყაზახეთში 1986 წ.) ჰქონდა მცირე გამოხმაურება, საბჭოთა იდეოლოგია ხაზს უსვმადა, რომ სსრკ დობილი ერების მეგობრული ქვეყანაა.

საბჭოთა კავშირის მთავარი პირები იყვნენ სხვადასხვა ეთნოსების წარმომადგენლები (ქართველი: ი. სტალინი, უკრაინელები: ნ. ხრუშჩოვი, ლ. ბრეჟნევი, კ. ჩერნენკო). უმრავლესობას წარმოადგენდნენ რუსები, რომლებიც ცხოვრობდნენ არა მარტო რსფსრ-ში, არამედ ყველა დანარჩენ რესპუბლიკაშიც.

საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკას (რსფსრ-ის გარდა) ჰქონდა თავისი ჰიმნი და პარტიული მართველობა. მართვა იყო ცენტრალიზირებული — ქვეყანას წინ სკკპ-ს ცენტრალური ორგანოები უძღოდნენ, რომლებიც მართვის მთელ იერარქიას აკონტროლებდნენ. საბჭოთა რესპუბლიკების მმართველებს ცენტრალური ორგანოები ამტკიცებდნენ. ეს სიტუაცია განსხვავდებოდა იმ იდეალიზირებული ვარიანტისაგან, რაც აღწერილი იყო საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში. ზოგ საბჭოთა რესპუბლიკას (უკრაინის სსრ-ს და ბელორუსიის სსრ-ს) იალტის კონფერენციის თანახმად ჰყავდა თავისი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში.

თუ 1952-82 წლები (ხრუშჩოვის დათბობა და ბრეჟნევის ”უძრაობის”) წლები საბჭოთა კავშირის აღორძინების წლებად ითვლება, ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის დაცემა დაიწყო.

მოვლენათა განვითარება

1985 წლიდან მიხეილ გორბაჩოვმა და მისმა მომხრეებმა დაიწყეს გარდაქმნის პოლიტიკა, უცბად გაიზარდა მოსახლეობის პოლიტიკური აქტიურობა, ჩამოყალიბდნენ მასობრივი, მათ შორის ეროვნული მოძრაობები და ორგანიზაციები. ქვეყანაში საბჭოთა სისტემის რეფორმაციის მცდელობამ მოახდინა კრიზისის უფრო და უფრო გაღრმავება. პოლიტიკურ არენაზე ეს კრიზისი ჩანდა როგორც სსრკ-ის პრეზიდენტ გორბაჩოვისა და რსფსრ-ის პრეზიდენტ ელცინის წინააღმდეგობა. ბორის ელცინი აქტიურად უწევდა პროპაგანდას რსფსრ-ის დაუმოუკიდებლობის საჭიროებას.

საერთო კრიზისი

საბჭოთა კავშირის დაშლა მიმდინარეობდა ეკონომიურ, პოლიტიკურ და დემოგრაფიულ ფონზე. 1989 წელს ეკონომიკური კრიზისი ოფიციალურად გამოცხადდა (ეკონომიკის ზრდა დაცემამ შეცვალა).

1989-1991 წლებში საბჭოთა ეკონომიკის პრობლემების პიკია – სურსათის ქრონიკული დეფიციტი; თავისუფალი ვაჭრობიდან ქრება თითქმის ყველა საჭირო პროდუქტი პურის გარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოტანილი ტალონური სისტემა.

1991 წელს პირველად დაფიქსირდა დემოგრაფიული კრიზისი.

საბჭოთა კავშირი კარგავს კონტროლს აღმოსავლეთ ევროპაში, 1989 წლიდან მიმდინარეობს კომუნისტურიიდეოლოგიის დაცემა. პოლონეთში ხელისუფლებაში „სოლიდარობის“ ლიდერი ლეხ ვალენსა მოდის, ჩეხოსლოვაკიაში ყოფილი დისედენტი ვაცლავ ჰაველი.

საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩნდება რამდენიმე ეთნიკური კონფლიქტი.

ლიტვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

სსრკ-ს დაშლა და საქართველო

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1990)

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1990)— საქართველოს სსრ-ში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. არჩევნები ერთი მხრივ, გახდა საბაბი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მომხდარი განხეთქილებისა. მეორე მხრივ, არჩევნები გახდა საფუძველი 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა.

წინარეისტორია

1990 წლის 11-13 მარტს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც მიწვეული იყო იმ დროს ეროვნულ-გამნმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩართული ყველა არაფორმალური გაერთიანება. კონფერენციაზე გამოიკვეთა ორი მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია და ჩამოყალიბდა ორი ძირითადი პოლიტიკური ალიანსი.

  • მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო – ზვიად გამსახურდია და მის მომხრე პოლიტიკურ პარტიები. მათ აუცილებლად მიაჩნდათ საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა კავშირისშემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის.
  • ეროვნული კონგრესი: ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, (გიორგი ჭანტურია), ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია (ირაკლი წერეთელი), კონსერვატორული პარტია (თემურ ჟორჟოლიანი), მხედრიონი (ჯაბა იოსელიანი)

ისინი არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ – თავისუფლება: შემდეგ – დამოუკიდებლობა“.

ზვიად გამსახურდიამ “ეროვნულ კონგრესს” უწოდა „ანტიეროვნული მოძრაობა”. ხოლო კონგრესმა 1990 წლის მაისის ბოლოს, სპორტის სასახლეში ჩაატარა „ეროვნული ყრილობა“, სადაც მიიღო გადაწყვეტილება, არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. ყრილობამ “მრგვალი მაგიდა” დაადანაშაულა ეროვნული ინტერესების ღალატში და ქართველი ერის შეცდომაში შეყვანაში

არჩევნები

არჩევნების ჩატარების შესახებ 1990 წლის 20 ივნისს საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლითაც ასევე დაგმო საქართველოს ოკუპაცია და ანექსია. დადგენილება გახდა სამართლებრივი საფუძველი ახალი არჩევნების ჩასატარებლად. ეროვნული ძალების ზეწოლის შედეგად არჩევნებს ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს“ არჩევნები, ნაცვლად „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა“.

პარტიები რეგისტრაციას გადიოდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიებში შედიოდნენ დისიდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. არჩევნების მონიტორინგს აწარმოებდა მრავალი საერთაშორისო დამკვირვებელი. არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. არჩევნები ჩატარდა შერეული სისტემით. არჩეულ იქნა უზენაესი საბჭოს 250 (125 პროპორციული და 125 მაჟორიტარული სისტემით) დეპუტატი 5 წლის ვადით. დაწესებული იყო 4%-იანი ბარიერი.

შედეგები

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 444 002 ადამიანი, აქედან მონაწილეობა მიიღო 2 406 742 ადამიანმა, ანუ ამომრჩეველთა 69,88 პროცენტმა.

კანდიდატიხმების რაოდენობა %მიღებული მანდატების რაოდენობა
მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო54%124
საქართველოს კომუნისტური პარტია30%61
საქართველოს სახალხო ფრონტი11
დემოკრატიული საქართველო2
რუსთაველის საზოგადოება1
განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება3,4%
დამოუკიდებელი კანდიდატები12,6%41
სულ100%250

1990 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველი სესია, რომელმაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ზვიად გამსახურდია.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა — საქართველოს ეროვნული მოძრაობისსაქმიანობის მთავარი მიზანი მეოცე საუკუნის 80-იან წლებში. მოძრაობა დასრულდა 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით და საბჭოთა კავშირიდან გასვლით.

წინარეისტორია

ჯერ კიდევ 1953 წელს შეიქმნა ახალგაზრდული იატაკქვეშა ორგანიზაცია „გორგასლიანი“. სწორედ აქედან დაიწყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ამ პირველ, მაგრამ მეტად მნიშვნელოვან ნაბიჯს მოჰყვა ეროვნული მოძრაობის ხანგრძლივი და რთული გზა: ლიდერების დაპატიმრება, ბრძოლა ქართული ენისთვის 1978 წელს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, განხეთილება ეროვნულ მოძრაობაში და ბოლოს – 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნები.

არჩევნები

Damoukideblobis agdgenis aqti-1.jpg

იმავე წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული და, რაც მეტად პრინციპული და მნიშვნელოვანია, – არასაბჭოთა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. არჩევნების შედეგებმა გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს: დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ორგანიზაციებმა. 1990 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველი სესია, რომელმაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერი ზვიად გამსახურდია. ამავე სესიაზე გაუქმდა სახელწოდება „საქართველოს სსრ“ და ქვეყანას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, დამტკიცდა რესპუბლიკის ახალი ეროვნული ჰიმნი, სახელმწიფო დროშა და გერბი. საქართველოში გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.

1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ერთადერთი შეკითხვით „ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა სარეფერენდუმო შეკითხვას გასცა დადებითი პასუხი.

დამოუკიდებლობის გამოცხადება

1991 წლის 9 აპრილს, პატივი მიაგო რა 1989 წლის 9 აპრილისტრაგედიის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“, ის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოხდა საქართველოს საერთაშორისო ცნობა.

შინაარსი

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი შინაარსობრივად შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს. პირველ ნაწილში მოთხრობილია საქართველოს ახლო წარსულის შესახებ:

საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალპარტიულობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და კონსტიტუციით.
1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.
საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში.
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ.
1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.

მეორე შინაარსობრივი ნაწილი კი ეხება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით მიერ აღიარებულ დებულებებს:

საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია. მის ტერიტორიაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და აგრესიად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად.
საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად.
საქართველოს რესპუბლიკა ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტები და კონვენციები.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, ჰელსინკისა და ვენის აქტებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის პოლიტიკური ბედი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის კანონიერი და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე გარანტია იქნება.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება

 

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.