საქართველოს მეურნეობა – განხილვა

საქართველოს მრეწველობა:

დღეისათვის საქართველოს უმნიშვნელოვანესი დარგია მომსახურება და სოფლის მეურნეობა. სწორედ აქ იქმნება მშპ-ის უდიდესი ნაწილი და ამ სფეროებშია დასაქმებული შრომითი რესურსების უმეტესობა. მშპ-ის მიხედვით საქართველო სახმელეთო მეზობლებს შორის წინ უსწრებს სომხეთს. ევროპაში იგი 36-ე ადგილზეა, მსოფლიოში კი 113-ეზე.

საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილია ნავთობისა და ნახშირის მრეწველობითა და ელექტროენერგეტიკით.

საქართველოში ნახშირის მოპოვებას 150-წლიანი ისტორია აქვს. სწორედ ამ დროს დაიწყო ტიბულის საბადოების ექსპლუატაცია, ტყვარჩელში კი ნახშირის მოპოვება 1935 წლიდან მიმდინარეობს.

საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე.

სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია ელექტროენერგეტიკა. მართალია, ჩვენს ქვეყანაში არასაკმარისად არის სათბობ-ენერგეტიკული წიაღისეული, მაგრამ იგი ძალზე მდიდარია ჰიდრორესურსებით.

ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, პირველი თბოელექტროსადგური თბილისში 1887 წელს ჩადგა მწყობრში. საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემა 1934 წელს ჩამოყალიბდა და დღეისათვის 8 თბოელექტროსადგურსა და 58 ჰიდროელექტროსადგურს მოიცავს.

ქვეყნის უდიდესი თბოელექტრო სადგურია თბილსრესი (თბილისის რაიონული თბოელექტროსადგური). იგი პირველად 1963 წელს ამოქმედდა.

საქართველოს მეურნეობა

საქართველოს მეურნეობა

პირველი ჰესი საქართველოში 1898 წელს ბორჯომის ხეობაში აშენდა და მისი სიმძლავრე 103 კვტ-ს უდრიდა. 1913 წელს ჩვენს ქვეყანაში უკვე მოქმდებდა საკმაოდ მცირე სიმძლავრის 8 ჰიდროელექტროსადგური. ქვეყანაში მოქმედი ჰესებიდნ უდიდესია ენგურჰესი.

საქართველოს მრეწველობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მეტალურგიას. მოქმედებს შავი მეტალურგიის ორი(რუსთავი და ზესტაფონი) და ფერადი მეტალურგიის ერთი საწარმო(მადნეული). დარგი ვითარდება როგორც ადგილობრივ, ასევე შემოტანილ ნედლეულზე.

საკმაოდ რთული სტრუქტურით გამოირჩევა ქვეყნის მანქანათმშენებლობა. ახლო წარსულში საქართველო ცნობილი იყო ისეთი საწარმოებით, როგორებიცაა საავიაციო ქარხანა, თბილისის “ელმავალთმშენებელი: ქარხანა, თბილისის საწარმოო გაერთიანება “ჩარხმშენებელი”, თბილისის ტელევიზორების ქარხანა, ქუთაისის საავტომობილო საწარმო, ფოთის და ბათუმის გემთსაშენი და გემთშემკეთებელი საწარმოები.

მრეწველობის სხვადასხვა დარგებიდან, ასევე, აღსანიშნავია ქიმიური და ნავთობ-ქიმიური (რუსთავი, ბათუმი), მსუბუქი მრეწველობა (თბილისი, გორი, თელავი, ქუთაისი, სენაკი), სამშენებლო მასალების ინდუსტრია (კასპი, თელავი) და ა.შ.

საქართველოს მრეწველობის დარგებს შორის, ტრადიციულად, გამოირჩეოდა კვების მრეწველობა, რომელიც მძლავრი სასოფლო-სამეურნეო ბაზის საფუძველზე ვითარდებოდა. კვების მრეწველობაში უძველესი დარგია მეღვინეობა.

საქართველოში მზადდებოდა ბაიხის ჩვეულებრივი (შავი) და მწვანე ჩაი, ასევე აგურა და ლაო ჩაი. ქართUლი ჩაის წარმოების აღდგენის, გაფართოებისა და ხარისხის გაუმჯობესების შემთხვევაში, მისი მსოფლიო ბაზარზე გატანაც შესაძლებელი გახდებოდა. ტრადიციულად, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მინერალური წყლების ჩამოსხმა, ასევე ლუდის, კოკა-კოლას და სხვა წარმოება.

სოფლის მეურნეობა: 

დღეისათვის სოფლის მეურნეობა ქვეყნის მშპ-ის, 12,1%-ს ქმნის და მასში ჩაბმულია მთელი მუშახელის ნახევარზე მეტი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის ძირითადი დარგია მევენახეობა, მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, მეხილეობა და ზოგიერთი სახის ტექნიკური კულტურების მოყვანა. შედარებით სუსტი პოზიციები უკავია მარცვლეულ კულტურებს და მეცხოველეობას.

მომსახურების სფერო:

ქვეყნის დღევანდელ სატრანსპორტო კოფიგურაციას საფუძველი ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა პერიოდიში ჩაეყარა. სახმელეთო ტრანსპორტი საქართველოში წარმოდგენილია სარკინიგზო და საავტომობილო  ტრანსპორტის სახით.

პირველი სარკინიგზო ხაზი გაიხსნა 1871 წელს და ერთმანეთს დაუკავშირდა ზესტაფონი და ფოთი. 1883 წელს სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებით ბათუმი-თბილისი-ბაქოს ამიერკავკასიის სარკინიგზო ღერძი შეიქმნა. 1927-1946  წლებში ამოქმედდა სენაკ-ადლერის სარკინიგზო მაგისტრალი და საქართველო რკინიგზის საშუალებით დაუკავშირდა რუსეთს.

დღეისათვის რკინიგზის საერთო სიგრძე საქართველოში 2344,2 კმ-ია.

2006 წელს დაიწყო საქართველოში პირველი ავტობანის მშენებლობა. დღეისათვის კი საავტომობილო მაგისტრალის საერთო სიგრძე 20229 კმ-ია. საქართველოს მთავარი გზატკეცილის რეკონსტრუქცია მთავრობის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საქართველოში ზღვის საშუალებით ხდება ეკონომიკური ურთიერთობების განხორციელება მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან. საზღვაო ტრანსპორტის განვითარება განსაკუთრებული აღმავლობით 1967 წლიდან დაიწყო, როცა ბათუმში საზღვაო-სანაოსნო შეიქმნა.

საჰაერო ტრანსპორტის განვითარება საქართველოში სსრ კავშირის პერიოდში დაიწყო. თბილისი საჰაერო გზებით დაკავშირებულია ჩვენი პლანეტის მრავალ სახელმწიფოსთან. საქართველოში ამჟამად 4 ეროვნული და 13 უცხოური ავია კომპანია მოქმედებს.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე პირველი ნავთობსადენი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ათწლეულში შევიდა. 1907 წელს ეს იყო პირველი ნავთობსადენი მთელი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამ მილსადენით ბაქო დაუკავშირდა ბათუმს.
1991 წელს ამოქმედდა აირსადენი, რომელიც ჩრდილეოთ კავკასიიდან თბილისის გავლით მიემართება  სომხეთისკენ.

საქართველოში რადიომაუწყებლობა 1925 წლიდან მოქმედებს, ხოლო სატელევიზიო გადაცემები ეთერში -1957 წლიდან.

საქართველოს მომსახურების სფეროში ასევე მნიშვნელოვანია განათლების, ჯანდაცვის, საბანკო და სავაჭრო სფეროები.

1930 წელს საქართველოში ძალაში შევიდა კანონი საყოველთაო სავალდებულო სწავლების შესახებ, ხოლო გასული საუკუნის 70-იან წლებში სავალდებულო გახდა საშუალო განათლება.

1868 წელს თბილისში ამოქმედდა პირველი მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება “მიხეილის საავადმყოფო”. 1930 წელს გაიხსნა სამედიცინო უნივერსიტეტი.

ტურიზმი და რეკრეაციული მეურნეობა:

საქართველოს მეურნეობა

საქართველოს მეურნეობა

ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან რესურსებს ფლობს ტურისტულ-რეკრეაციული მეურნეობების განვითარებისათვის. საქართველოში 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილია ცნობილი. ჩვენს ქვეყანაში გამოვლენილია 2 ათასზე მეტი მინერალური წყალი. მათი რაოდენობით გამოირჩევა წყალტუბოს, ბორჯომის, ჯავის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. ასევე აღსანიშნავია სამკურნალო ტალახი ახტალასა და კუმისში.

საქართველოს საკურორტო-რეკრეაციული ზონებია: ზღვისპირა, ბალნეოლოგიურ-სამკურნალო, ბალნეოკლიმატური, სამთო-კლიმატური, სამთო ტურიზმის, სამთო-სათხილამურო სპორტისა და ალპინიზმის.

სოფლის მეურნეობა

საქართველოს დიდი და მდიდარი ტრადიციების მქონე სოფლის მეურნეობა აქვს. სოფლის მეურნეობის სპეციფიკის თვალსაზრისით, იგი მსოფლიო მნიშვნელობის რეგიონია. საქართველო წარმოადგენს ხორბლისა და ვაზის ერთ-ერთ სამშობლოსა და აკვანს. მიჩნეულია, რომ ვაზი ქართული ფენომენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი ძალა გამოვლინდა ქართულ ქრისტიანობაშიც, რასაც ადასტურებს და განამტკიცებს ის, რომ ქართველი ხალხი ჯვარს ვაზისგან ამზადებდა და აღიარებდა რწმენის სიმბოლოდ. ქართველები სამიწათმოქმედო ცივილიზაციის შექმნის სათავეებთან იდგნენ და მიწათმოქმედება მათთვის იყო არა მხოლოდ სამეურნეო საქმიანობა, არამედ ცხოვრების წესისა და მენტალიტეტის განმსაზღვრელი ფაქტორი.

ბუნებრივი და ეკონომიკური პირობების მრავალფეროვნებამ და მოთხოვნილებებმა, ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არაერთხელ სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურისა და განვითარების მიმართულების კორექტირებები მოახდინეს. გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოში მიწათმოქმედების დარგებიდან ფართოდ იყო განვითარებული მარცვლეული მეურნეობა, მევენახეობა, მეხილეობა, საკვებწარმოება, მეცხოველეობის დარგებიდან – მთისა და ბარის მესაქონლეობა, მ.შ. მეკამეჩეობა, მეცხვარეობა, მეღორეობა, ლოკალურად – მეფრინველეობა. შემდგომ პერიოდში სხვა ქვეყნებთან კავშირ-ურთიერთობის განვითარების შედეგად, რამდენადმე იცვალა სახე სოფლის მეურნეობის სტრუქტურამ. დასავლეთ საქართველოს უნიკალურ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს კარგად მოერგო სუბტროპიკული მიწათმოქმედება და წარმატებით განვითარდა მანამდე უცხო კულტურები: ჩაი, ციტრუსები, სუბტროპიკული ხილი. შედარებით ადრე, ასევე სხვა ქვეყნებიდან, საქართველოში შემოტანილ იქნა სიმინდი, კარტოფილი, პომიდორი, თამბაქო, სხვადასხვა ჯიშის პირუტყვი და ფრინველი. ახალი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემოტანა თავის გავლენას ახდენდა წარმოების სპეციალიზაციასა და ქვეყნის მთელ ეკონომიკაზე.

როგორც ეს ზემოთ იყო ნაჩვენები (იხ. ცხრილი 56), საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდია 2.99 მილიონი ჰა, რაც მთლიანი მიწის ფონდის 43.1%-ია. 2009 წელს მოსახლეობის ერთ სულზე მოდის სასოფლო-სამეურნეო მიწების 0.68 ჰა და სახნავ-სათესი მიწების 0.17 ჰა. სოფლის მოსახლეობის ერთ სულზე მოდის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის 1.44 ჰა და სახნავ-სათესი მიწის – 0.38 ჰა.

აღნიშნული ცხრილიდან ჩანს, რომ საქართველო მეტად მცირემიწიანი ქვეყანაა და აქედან გამომდინარე, უფრო მეტი ეფექტიანობითაა აუცილებელი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მართვა. ამ თვალსაზრისით, აშკარად არასრულყოფილია 1995 წლის საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზების შესახებ“, სადაც საერთოდ არ არის განხილული მიწის მეორეული ბაზარი, რომლის ამოქმედების გარეშეც საქართველოს სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის ზრდა არარეალურია1.

ნახაზი 48 არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით2, აღწერს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დინამიკას 1996-2009 წლებში. საიდანაც ჩანს, რომ 2003 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობა სტაგნაციამ მოიცვა.

0x01 graphic

ნახაზი 48: სასოფლოსამეურნეო პროდუქციის მოცულობა 1996-2009 წლებში

ამ დასკვნას კიდევ უფრო ადასტურებს ნახაზი 49, რომლიდანაც აშკარად ჩანს, რომ 2003 წლიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობა მკვეთრად მცირდება.

0x01 graphic

ნახაზი 49: საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ზრდა 
ეროვნულ მეურნეობაში 2004-2009 წწ.

ასწლეულების მანძილზე სასოფლო-სამეურნეო წარმოებას თვითკმარი ხასიათი ჰქონდა და როგორც დიდი ილია აღნიშნავდა: „მანამ, ქვეყანა ქვეყანას ჰგავდა და ჭკუის მომკითხავი პატრონიცა ჰყავდა, ჩვენ მიწა-წყალს ჩვენთვის სარჩო-საბადო(ე)ბელი არ დაჰკლებია“. განსაკუთრებით საგანგაშოა ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობა დღეს იმყოფება. იბადება კითხვა: „კვდება თუ არა სოფლის მეურნეობა საქართველოში?!“

დღეისათვის სოფლად მაცხოვრებლები შეადგენენ მთელი მოსახლეობის 47 პროცენტს. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ნახევარზე მეტი. ამასთან, სოფლის მეურნეობა არის დარგი, სადაც უკიდურესად დაბალია შრომის ფონდშეიარაღება, შრომის მწარმოებლურობა და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. ეს არის ეროვნული ეკონომიკის ერთადერთი დარგი, რომელშიც 2003 წელთან შედარებით წარმოების მოცულობა კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა 1/7-ით და უფრო მეტად. ამას წარმოდგენილი გრაფიკიც ადასტურებს.

2003 წლიდან 2009 წლამდე, შესაბამისად, მცირდება სოფლის მეურნეობის წილი ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში. იგი 2009 წელს 1996 წელთან შედარებით 4.0-ჯერ, ხოლო 2003 წელთან შედარებით 2.3-ჯერ შემცირდა და სოფლის მეურნეობის ხვედრითმა წილმა მშპ-ის მხოლოდ 8.3% შეადგინა (ნახაზი 50). ეს კი, თავის მხრივ, იწვევს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების შემცირებას (ნახაზი 51).

0x01 graphic

ნახაზი 50: სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიგა პროდუქტში

0x01 graphic

ნახაზი 51: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობის ზრდის 
ტენდენციები 1997-2009 წლებში

ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ სოფლის მეურნეობაზე მოდის საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 57.0%, დასაქმებული მოსახლეობის 63.2%, თვითდასაქმებული მოსახლეობის 81.5% და დაქირავებით დასაქმებულების 30.5%. ბოლო წლებში, აღნიშნული თანაფარდობა ფაქტობრივად არ შეცვლილა, თუმცა უმუშევართა მთლიან რიცხოვნობაში სოფლად მცხოვრებთა წილი საგრძნობლად გაიზარდა – 20.8 პროცენტიდან 2003 წელს 26.4 პროცენტამდე 2009 წელს3 (ცხრილი 70).

ცხრილი 70: ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, დასაქმებულთა (დაქირავებულთა, თვითდასაქმებულთა) და უმუშევართა წილი საქართველოს სოფლის მეურნეობაში 1999-2009 წლებში, %

მაჩვენებ
ლი

1999

2000

2001

2002

2003

2004

2005

2006

2007

2008

2009

სამუშაო
ძალა

53.9

55.6

56.9

57.1

58.7

58.1

58.5

58.8

57.3

56.8

57.0

დასაქმე
ბული

58.9

59.6

62.3

62.8

63.7

63.7

64.5

64.8

62.5

63.2

63.2

დაქირავე
ბული

30.7

30.0

32.5

29.8

28.5

29.7

29.4

29.4

26.6

28.6

30.6

თვითდას
აქმებული

78.9

78.5

79.9

81.1

81.9

81.0

83.0

83.6

83.4

82.5

81.5

უმუშევარ

19.8

20.9

14.0

17.5

20.8

19.5

21.0

21.0

23.1

24.4

26.4

აღნიშნული ფაქტები მოწმობს, რომ შრომის მწარმოებლურობა სოფლის მეურნეობაში უკიდურესად დაბალია; იგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება საშუალო ეროვნულ დონეს და ეს ჩამორჩენა წლიდან წლამდე იზრდება. ამჟამად, დამატებული ღირებულების სიდიდე ერთ დასაქმებულზე, შეადგენს 10.8 ათას ლარს. სოფლის მეურნეობაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.4 ათასი ლარია, ხოლო ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებში – თითქმის 27.0 ათასი ლარი. თუ შრომის მწარმოებლურობა სოფლის მეურნეობაში 1998 წელს შეადგენდა ეროვნული მეურნეობის საშუალო მაჩვენებლის 45%, 2003 წელს იგი შემცირდა 30%-მდე, ხოლო 2009 წელს – 13%-მდე.

აღნიშნული დარგის ჩამორჩენაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სოფლად მცხოვრები ოჯახური მეურნეობების ფულად შემოსავლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების წილად მოდის მხოლოდ 21% (საშუალოდ ქვეყანაში – 6%), ხოლო ამ შინამეურნეობათა აგრარული სექტორიდან მიღებული შემოსავლების მხოლოდ 28% იღებს საქონლურ სახეს (ქვეყანაში საშუალოდ – 26%), დანარჩენი 72% – ნატურალური შემოსავლებია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოსახლეობის შინამეურნეობების მიერ წარმოებული პროდუქციის დასაქონლების დონე უფრო დაბალია, ვიდრე არასაბაზრო კოლექტივისტური ეკონომიკის პირობებში. 1980-იან წლებში მოსახლეობის პირად დამხმარე მეურნეობებში წარმოებული პროდუქციის 45% იღებდა საქონლურ სახეს, 1989 წელს – 82%, 1998 წელს – 22%, ამჟამად – 18%. სახეზე გვაქვს სამწუხარო პარადოქსი: საბჭოურ, ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ სისტემაში პირადი დამხმარე მეურნეობები უფრო მეტად იყო ბაზარზე ორიენტირებული, ვიდრე ეს დღესაა. მაშასადამე, ჩვენ საქმე გვაქვს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ნატურალიზაციასთან, რაც მისი დეგრადირების მაჩვენებელია.

არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი, მგრძნობიარე ინდიკატორი, თუ მოცემული ქვეყნის რამდენი მაცხოვრებლის გამოკვება შეუძლია თავისი საქმიანობით სოფლად დასაქმებულ ერთ ადამიანს. განვითარებული ქვეყნებში ეს მაჩვენებელი რამდენიმე ათეულს აღწევს. ჩვენთან კი ფორმალურად სოფლად დასაქმებულ ერთ ადამიანზე ქვეყნის 4.2 მცხოვრები მოდის (1988 წელს მოდიოდა 7.0 მცხოვრები).

თუ რეალურად დამატებული ღირებულების მოცულობას მივიღებთ მხედველობაში, აღმოჩნდება, რომ დღევანდელ პირობებში ერთ დასაქმებულს საშუალოდ თავისი თავის გამოკვებაც კი არ ძალუძს და რომ არა საქმიანობის სხვა, არააგრარული სახეობები (პირველ რიგში – ვაჭრობა და საერთოდ მომსახურება), სოფლად ტოტალური შიმშილი და გაჭირვება დაისადგურებდა. დღეისათვის ადგილობრივი წარმოების წილი გამოყენების მთლიან მოცულობაში შეადგენს: ხორბალი – 7.2%, სიმინდი – 76%, კარტოფილი – 82.8%, ბოსტნეული – 7.1%, ხორცი – 45.7%, რძე – 88.7%, კვერცხი – 96.4%. „სამაგიეროდ“ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული პროდუქციის წილი ქვეყანაში მოხმარებული სასურსათო კალათის მოცულობაში და დღეისათვის იგი 2/3-ს, ხოლო თბილისის მასშტაბით თითქმის 4/5-ს შეადგენს. იმპორტის ასეთი მოძალება, რა თქმა უნდა, არსებითად აფერხებს ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას.

არ იზრდება სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულთა რიცხოვნობა სოფლის მეურნეობაში. ამ დარგში მათი რაოდენობა 2010 წლისთვის შეადგენდა მხოლოდ 4112 კაცს, რაც მეწარმეთა საერთო რაოდენობის 1.1%-ია და ეს რაოდენობა 2003 წლიდან ფაქტობრივად არ შეცვლილა. ამასთან, მთლიანად სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულთა რაოდენობა ქვეყანაში იმავე პერიოდში თითქმის ერთი მეოთხედით, ანუ 297.8 ათასიდან 371.3 ათასამდე გაიზარდა.

2009 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობაზე გამოყოფილი იყო 55.348 ათასი ლარი, ანუ საბიუჯეტო ასიგნებების მხოლოდ 0.82%, მაშინ როდესაც ძალოვან სტრუქტურებზე (თავდაცვა, შსს, პენიტენციალური სისტემა) გამოყოფილი თანხა 1411 მლნ. ლარს, ანუ ბიუჯეტის ხარჯების 20.9%-ს შეადგენს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 10-ჯერ აღემატება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებას. სოფლის მეურნეობის წილად მოდის ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიციების მხოლოდ 0.7%.

სახელმწიფო ასიგნებების მთლიანი მოცულობიდან სოფლის მეურნეობაზე მოდის მხოლოდ 0.82%. ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოს აგრარულ სექტორში შემოვიდა მხოლოდ 45.6 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ანუ ინვესტიციების მთლიანი მოცულობის (4237.2 მლნ. აშშ დოლარი) მხოლოდ 1.08%. ამასთან, ამავე პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უტოლდებოდა 455.7 მლნ. აშშ დოლარს.

ამჟამად, საბანკო სექტორის მიერ სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხების მოცულობა მთლიანი სესხების მხოლოდ 1.0%-ია. შედარებისთვის აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობაზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა 18.5-ჯერ აღემატება სოფლად სამეწარმეო საქმიანობაზე გაცემულ სესხებს. გასათვალისწინებელია, რომ ნათესი ფართობების 97.2 პროცენტი მოდის ოჯახურ მეურნეობებზე და მხოლოდ 2.8 პროცენტი – სასოფლო-სამეურნეო საწარმოებზე.

ამჟამად, სოფლის მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე თვეში იქმნება დაახლოებით 70 აშშ დოლარის ექვივალენტური დამატებული ღირებულება (2009 წელს ეს შეადგენს მხოლოდ 1422.8 ლარს), რაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე დაახლოებით 7 პროცენტით ნაკლებია. 1988 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა ოთხი ათას მანეთზე მეტი შეადგინა. შრომის მწარმოებლურობა ამჟამად ორი ათეული წლის წინანდელ დონეს თითქმის 7-ჯერ ჩამოუვარდება. ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოს სოფლის მეურნეობაში ხორცის წარმოება 3.3-ჯერ, რძის – 1.3-ჯერ, კვერცხის – 2.0-ჯერ, მატყლის – 3.6-ჯერ შემცირდა.

ნახაზი 52 აღწერს პირუტყვისა და ფრინველის სულადობას საქართველოში 1981 და 2009 წლებში.

0x01 graphic

ნახაზი 52: პირუტყვისა და ფრინველის სულადობა საქართველოში 
1981 და 2009 წლებში, ათასი სული

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს 1981 წელთან შედარებით პირუტყვისა და ფრინველის სულადობა მკვეთრად შემცირდა, მათ შორის: მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის – 1.53-ჯერ, ღორის – 69.91-ჯერ, ცხვრისა და თხის – 3.01-ჯერ და ფრინველის – 2.33-ჯერ. პირუტყვისა და ფრინველის უდიდეს უმრავლესობას დღეს ფლობენ ოჯახური მეურნეობები. სასოფლო-სამეურნეო საწარმოებზე მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 0.20%, ღორების 0.23%, ცხვრებისა და თხების 2.20% და ფრინველის 23.88%. 1981 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობა არ გამოირჩეოდა მოწინავე პოზიციებით და სულაც არ წარმოადგენდა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და ტექნოლოგიური განახლებების პოლიგონს, გააჩნდა დაახლოებით ნახევარი მილიარდი მანეთის ღირებულების მანქანა-იარაღები და სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის 27231 ტრაქტორი, 1691 კომბაინი, 28.5 ათასი სატვირთო ავტომობილი. ძირითადი „საწარმოო ფონდების“ ღირებულება ოთხ მილიარდ მანეთს აღემატებოდა. 1990 წელს ყოველ 100 ჰა ნათეს ფართობზე 526 კვტ.-სთ ენერგეტიკული სიმძლავრეები მოდიოდა, ხოლო მთლიანად სოფლის მეურნეობაში 3.2 მლნ. კვტ.-სთ იყო გამოყენებული.

1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში მარცვლეულ კულტურებს ეკავათ 270 ათასი ჰა და მოსავალი 600 ათას ტონას აღემატებოდა. 2009 წელს – შესაბამისად 216.8 ათასი ჰა და 364.8 ათასი ტონა. 1988 წელს მოგვყავდა 326 ათასი ტ კარტოფილი, ხოლო 2009 წელს 216.8 ათასი ტონა; ბოსტნეული, შესაბამისად, 641 და 214 ათასი ტონა; ხილი 653 და 181.2 ათასი ტონა; ყურძენი 620 და 150.1 ათასი ტონა; ციტრუსები 437 და 70.9 ათასი ტონა.

ცხრილი 71 შეიცავს ინფორმაციას ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების 1978/1979 და 2008/2009 წლების სეზონების მოსავალზე4. ცხრილი კომენტარს არ საჭიროებს: 2008/2009 წლების სეზონის მოსავალი გაცილებით უფრო ნაკლებია (ნახაზი 53).

ცხრილი 71: საქართველოს 2008/2009 და 1978/1979 წლების სეზონების მოსავალი

კულტურა

მოსავალი, ათასი ტ

2008/2009

1978/1979

მარცვლეული

457.8

648.9

შაქრის ჭარხალი

115.1

სიმინდი

328.2

უცნობია

ლობიო

11.6

25.1

თამბაქო

0.1

13.9

მზესუმზირა

15.1

8.0

სოიო

2.3

???

კარტოფილი

193.4

444.6

ბოსტნეული

165.0

575.5

ბაღჩეული

52.8

65.0

ხილი

157.6

483.2

ციტრუსები

55.2

327.9

ყურძენი

175.8

784.2

ჩაი

5.4

449.8

0x01 graphic

ნახაზი 53: 2008/2009 და 1978/1979 წლების სეზონების მოსავლის 
შედარებითი ანალიზი

ამის ასახსნელად მივმართოთ ძირითადი კულტურების საშუალო მოსავლიანობას (ცხრილი 72). შედარებისთვის ვახსენოთ, რომ, მაგალითად, აშშ-ში ხორბლის მოსავლიანობაა 29.0 ც/ჰა, სიმინდის 151.1 ც/ჰა და ა.შ.5

ცხრილი 72: ძირითადი კულტურების მოსავლიანობა 2008/2009 წლების სეზონში

კულტურა

მოსავლიანობა, ც/ჰა

ხორბალი

16.8

ქერი

16.4

სიმინდი

22.9

ლობიო

6.0

მზესუმზირა

5.2

სოია

6.7

კარტოფილი

79.9

ბოსტნეული

58.9

ბაღჩეული

136.0

ასეთი დაბალი მოსავლიანობა სრულიად არ არის გასაკვირი, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ძირითადი მემცენარეობის პროდუქცია ოჯახურ მეურნეობებშია წარმოებული (ნახაზი 54). ასეთ მეურნეობს, რომლებიც, ძირითადად, მცირე ზომის (არაუმეტეს 1.5-2 ჰა) სავარგულებზეა განთავსებული, არ აქვს ინტენსიური აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების არც გამოცდილება და არც ფინანსური შესაძლებლობები: მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ინვესტირება სასოფლო-სამეურნეო კომპანიებში მოგებიანია, თუ მიწის საკუთრებაში მყოფი ნაკვეთის ფართი 20 ჰა-ს აღემატება.6

0x01 graphic

ნახაზი 54: ოჯახური მეურნეობების წილი 
2008/2009 წლების სეზონის მოსავალში

საქართველოს სოფლის მეურნეობის ძირითადი პრობლემაა მისი ოჯახური, ნატურალური ხასიათი. სიტუაციის გამოსასწორებლად აუცილებელია მეურნეობათა გამსხვილება, სასოფლო-სამეურნეო მიწის მეორეული ბაზრის ამოქმედება და ევროპული ტიპის ფერმერული კოოპერატივების შექმნა, როგორც ეს, მაგალითად, საფრანგეთშია მიღებული.

საქართველოს სოფლის მეურნეობაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა წარმოადგენს მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების ზემოქმედების შედეგს. კერძოდ:

  • არ არსებობს ამ დარგის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია;

  • ფერმერულ მეურნეობებში არ არსებობს შიგა დაგროვების წყაროები და, შესაბამისად, არ ხდება წარმოებაში სახსრების ინვესტირება;

  • ფერმერული მეურნეობები მოკლებულნი არიან ვეტერინალურ, აგრონომიულ და საკონსულტაციო მომსახურებას;

  • ფერმერებს არ შეუძლიათ კრედიტებით სარგებლობა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა, რის გამოც სოფლის მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თითქმის არ განიცდის განახლებას;

  • სოფლის მეურნეობაში არ ხდება ქონების, კომერციული რისკებისა და სხვათა დაზღვევა.

სოფლის მეურნეობის გაადგილებისა და სპეციალიზაციის, დარგთა შეთანაწყობისა და მათი განვითარების რეგიონულ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური პრობლემებისადმი მიდგომა ახლებურ ხედვასა და გადაწყვეტას მოითხოვს, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს ორი ძირითადი ამოსავალი კრიტერიუმი7: ადგილობრივი ბუნებრივ-ეკონომიკური პირობები და საბაზრო ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი და ეტაპობრივად ცვალებადი ქვეყნის შიგა და გარე მარკეტინგული მოტივაციები, მოთხოვნები, შეზღუდვები, სტრატეგია.

საქართველოს სოფლის მეურნეობის ძირითად პრიორიტეტებად უნდა გამოიყოს ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის დარგები, როგორიცაა სამრეწველო მევენახეობა, სამრეწველო მეხილეობა და სუბტროპიკული მიწათმოქმედების ძირითადი დარგები და მათ ბაზაზე მომუშავე კვების მრეწველობის დარგები. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი სიმძლავრეების ამოქმედება და ეროვნული კვების პროდუქტების წარმოების მასტიმულირებელი სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის
სფეროს ტრანსფორმაცია:
დამოუკიდებლობის 20 წელი

[embeddoc url=”http://www.ei-lat.ge/images/doc/20%20Years%20of%20Independence-Transformation%20of%20Georgian%20Agricultural%20System.pdf” download=”all”]

საქართველოს სოფლის მეურნეობა

მრეწველობა

ნახაზი 44 წარმოაჩენს საქართველოში მრეწველობის განვითარების თავისებურებებს 1996-2008 წლებში1. თითქოს სახეზეა აშკარა ზრდის ტენდენცია საშუალო წლიური 13.96%-ით. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ინფლაციას (იხ. ცხრილი 67), რეალური ტენდენცია აშკარად არასახარბიელოა (ნახაზი 45): 2008 წელს, წინა წელთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის გამოშვება ფაქტობრივად შემცირდა 3.77% პროცენტით.

გავიხსენოთ, რომ 1979 წელს გამოშვებული სამრეწველო პროდუქციის მოცულობა იყო 9.4 მილიარდი დოლარი მიმდინარე ფასებში ან 27.54 მილიარდი 2008 წლის ფასებში!

0x01 graphic

ნახაზი 44: სამრეწველო პროდუქციის გამოშვება 1996-2008 წლებში

0x01 graphic

ნახაზი 45: მრეწველობის ზრდის ტენდენციები 1997-2008 წლებში

მეტად არასახარბიელოა მრეწველობის რეგიონული სტრუქტურაც (ნახაზი 46). მრეწველობის უდიდესი წილი (42.47%) თავმოყრილია თბილისში. ამასთან, მხოლოდ ქვემო ქართლი და, პირობითად, იმერეთი შეიძლება ჩაითვალოს მხარეებად, სადაც მრეწველობა მეტ-ნაკლებად განვითარებულია. დანარჩენი მხარეები ინდუსტრიულად აშკარად ჩამორჩენილია.

0x01 graphic

ნახაზი 46: მრეწველობის რეგიონული სტრუქტურა 2008 წელსროგორც 
მთლიანი სამრეწველო პროდუქტის წილი, %

ნახაზი 47 ასახავს საქართველოს მრეწველობის დარგობრივ სტრუქტურას. პროდუქციის 73.3% გადამამუშავებელ დარგებზე მოდის.

0x01 graphic

ნახაზი 47: მრეწველობის დარგობრივი სტრუქტურა 2008 წელს პროცენტულად გამოშვებულიპროდუქციის მოცულობასთან

სამთო-მომპოვებელ დარგში მთლიანი პროდუქციის „ლომის წილი“ (154.9 მილიონი ლარი) ლითონის მოპოვებას უკავშირდება2, ხოლო მრავალი ასეული არამადნიანი ნედლეულის მომპოვებელი კერძო საწარმოს მთლიანი პროდუქციის მოცულობა მხოლოდ 31.6 მილიონ ლარს უტოლდებოდა.

ელექტროენერგიისა და გაზის წარმოებისა და განაწილების მოცულობამ 622.9 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო წყლის მოპოვების, გაწმენდისა და განაწილების მაჩვენებელია 132.4 მილიონი ლარი.

2008 წელს გადამამუშავებელი დარგის პროდუქციის მოცულობამ 2804.5 მილიონი ლარი შეადგინა. ცხრილი 69 შეიცავს ქვედარგების რეიტინგს 2008 წელს გამოშვებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით.

ცხრილი 69: გადამამუშავებელი დარგის პროდუქციის სტრუქტურა 2008 წელს, %

ქვედარგი

პროდუქციის სტრუქტურა, %

საკვები პროდუქტები

32.24

მეტალურგია

22.20

არალითონური ნაკეთობანი

14.52

ქიმიური წარმოება

8.39

სატრანსპორტო საშუალებები

4.53

თამბაქოს ნაწარმი

3.20

ქიმბოჭკო

3.18

პოლიგრაფია

3.09

ლითონის ნაწარმი

2.52

მანქანა-მოწყობილობები

1.25

ელექტროძრავები

0.98

ხე-ტყის დამუშავება

0.95

ავეჯი

0.91

ქაღალდის ნაწარმი

0.84

ტანსაცმელი

0.81

ოპტიკური აპარატურა

0.17

ტექსტილი

0.10

ტყავი & ფეხსაცმელი

0.06

ელექტრონული აპარატურა

0.03

მანქანების ნაწილები

0.03

მთლიანად

100.00

1979 წელს, აღნიშნული პროდუქციის პარალელურად, უამრავი სხვა ნაწარმიც იწარმოება სატვირთო ავტომანქანების, ლითონსაჭრელი ჩარხების, მაგისტრალური ელმავლების ჩათვლით3. ყველა ეს ქვედარგი ამჟამად არ ფუნქციონირებს.

1979 წელს მოპოვებულ იქნა 2765 ათასი ტ მანგანუმის მადანი, 1824 ათასი ტ ქვანახშირი; წარმოებულ იქნა 1824 ათასი ტ ფოლადი, 645 ათასი ტ სასუქი და სხვ. ყველა ეს მრეწველობა ფაქტობრივად გაჩერებულია.

საქართველო განთქმული იყო აბრეშუმის (49.6 მილიონი მ2 1979 წელს), ბამბეულისა (53.8 მილიონი მ2) და შალის (8.6 მილიონი მ2) ქსოვილების წარმოებით. დღეს საფეიქრო წარმოების წლიური მოცულობა მხოლოდ 2.8 მილიონი ლარია.

ეს სია კიდევ შეგვიძლია გავაგრძელოთ.

დასკვნა მარტივია: საქართველოს მრეწველობა ღრმა სტრუქტურულ კრიზისს განიცდის და საქართველოს მთავრობას მისი რეაბილიტაციის პროგრამა კი ჯერჯერობით არ დაუმუშავებია.

საქართველოს სამრეწველო პოლიტიკის თანამედროვე პრობლემები

[embeddoc url=”https://atsu.edu.ge/EJournal/BLSS/eJournal/Papers/GorgaslidzeMegi.pdf” download=”all”]

მრეწველობა

 

 

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.