ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – შემოქმედება (ელ-წიგნები)

ელექტრონული წიგნები

ღამის ფრენა

ადამიანთა მიწა

პატარა უფლისწული 

სამხედრო მფრინავი

ნტუან მარი ჟან-ბატისტ როჟე დე სენტ-ეგზიუპერი (ფრანგ. Antoine Marie Jean-Baptiste Roger de Saint-Exupéry, დ. 29 ივნისი, 1900,ლიონი – გ. 31 ივლისი, 1944) — ფრანგი მწერალი და მფრინავი. მას ხშირად მოიხსენიებენ სახელით „Saint-Ex“.

ვიკონტი ჟან დე სენტ ეგზიუპერისა და მარი ბუაიერ დე ფონკოლომბის ვაჟიშვილი, ანტუანი დაიბადა 1900 წელს. მისი ოჯახისაფრანგეთის არისტოკრატიას მიეკუთვნებოდა. ანტუანს ხუთი ძმა და ერთი და ჰყავდა. 1904 წელა მამა ცერებრალური ჰემორაგიითგარდაიცვალა. რის შემდეგაც დედა მარტო ზრდიდა შვილებს. ანტუანთან დედას განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა ჰქონდა. მომავალმა მწერალმა სწორედ დედისგან მიიღო ის ღირებულებები, რომლებიც მთელი ცხოვრება შეიარჩუნა: პატიოსნება, სხვისი პატივისცემა, ჰუმანიზმი. ეგზიუპერმა დაამთავრა მონტრეში არსებული იეზუიტური სკოლა, შემდეგ სწავლობდა შვეიცარიაშიკათოლიკურ პანსიონში, 1917 წელს კი შევიდა პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე.

ანტუანის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დადგა 1921 წელს, როცა გაიწვიეს ჯარში და მოხვდა პილოტთა კურსზე. ერთი წლის შემდეგ ეგზიუპერმა მიიღო მფრინავის მოწმობა და საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, სადაც დაიწყო სამწერლობო კარიერა. ამ პერიოდში ეგზიუპერს თავის სარჩენად ყველანაირი სამუშაოს შესრულება უხდებოდა: ვაჭრობდა ავტომობილებით, მუშაობდა გამყიდველად წიგნების მაღაზიაში.

მხოლოდ 1925 წელს მიაგნო ანტუან დე სენტ ეგზიუპერმა თავის ნამდვილ მოწოდებას – გახდა კომპანია “აეროპოსტალის” პილოტი, რომელსაც საფოსტო გზავნილები გადაჰქონდა აფრიკის ჩრდილოეთ ნაპირზე. ორი წლის შემდეგ იგი დანიშნეს კაპ-ჯუბის აეროპორტის უფროსად, საჰარასთან ახლოს.

1929 წელს ეგზიუპერი “აეროპოსტალის” ბუენოს აირესის განყოფილების უფროსი ხდება. 1931 წელს ევროპაში ბრუნდება და ისევ საფოსტო მარშრუტებს ასრულებს. 1931 წელს ცოლად ირთავს სალვადორელ კონსუელო სანდოვალ დე გომესს. 1930-იან წებში ჟურნალისტად და კორესპონდენტად მუშაობს. როგორც კორესპონდენტი იგი გაემგზავრა ომის დროს ესპანეთშიც. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში სენტ-ეგზიუპერმა შეასრულა რამდენიმე საბრძოლო გაფრენა და ჯილდოზეც (“საომარი ჯვარი” (Croix de Guerre)) იყო წარდგენილი. 1941 წლის ივნისში თავის დასთან გადავიდა არაოკუპირებულ ზონაში, მოგვიანებით კი აშშ-ში გაემგზავრა. ნიუ იორკში ცხოვრებისას დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები “პატარა უფლისწული”. 1943 წელს ფრანგულ საჰაერო სამხედრო ძალებში დაბრუნდა და ჩრდილოეთ აფრიკის კომპანიაში მონაწილეობდა. 1944 წლის 31 ივლისს კუნძულ სარდინიაზე გაფრინდა სადაზვერვო მისიით, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.

დიდი ხნის მანძილზე სენტ ეგზიუპერის დაღუპვის შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობდა. მხოლოდ 1998 წელს, მარსელთანახლოს ზღვაში ერთმა მეთევზემ იპოვა სამაჯური, რომელზეც შემდეგი წარწერა იყო: «Antoine», «Consuelo» (ასე ერქვა ანტუანის ცოლს) და «c/o Reynal & Hitchcock, 386, 4th Ave. NYC USA». ეს უკანასკნელი იყო იმ გამომცემლობის მისამართი, რომეშიც გამოიცემოდა სენტ-ეგზიუპერის წიგნები. 2000 წლის მაისში მყვინთავმა ლიუკ ვანრელმა განაცხადა, რომ 70 მეტრ სიღრმეში აღმოაჩინა ნარჩენები თვითმფრინავისა, რომელიც შესაძლოა სენტ-ეგზიუპერის ეკუთვნოდა. გამოძიების შედეგად ეს ვერსია დადასტურდა. თუმცა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი დღესაც არ არის ცნობილი.

მსოფლიო აღიარება

  • ლიონის სენტ-ეგზიუპერის საერთაშორისო აეროპორტი.
  • ლიონის სენტ-ეგზიუპერის სადგური.
  • პარიზის პანთეონის კედლებზე ეგზიუპერის პატივსაცემი წარწერა.
  • მისი სახელი ეწოდა ქუჩებს ლიონში, ავინიონში, ლაონში, მონრეალში და ა.შ.
  • სენტ-ეგზიუპერის სანაპირო, პარიზი.
  • ანტუან-დე-სენტ-ეგზიუპერის ბულვარი, ლიონი.
  • სენტ-ეგზიუპერის მოედანი, კაბრი, სადაც დედამისი ცხოვრობდა.
  • 1967 წელს, მონრეალში ჩატარებული საერთაშორისო გამოფენის თემა იყო “ადამიანთა მიწა”.
  • მწერლის სახელს ატარებს საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში მდებარე ბევრი სკოლა, ლიცეუმი და კოლეჯი.
  • კინოთეატრები მარინიანსა და სტრასბურგში.
  • რესტორნები, ბიბლიოთეკები…

ქანდაკებები:

  • ანტუან დე სენტ ეგზიუპერისა და პატარა უფლისწულის ქანდაკება ლიონში, ბელეკურის მოედანზე.
  • ეგზიუპერის ქანდაკება ტულუზაში
  • ეგზიუპერის ბიუსტი პარიზში, სანტიაგო-დუ-შილის სკვერში.
  • პატარა უფლისწულის ქანდაკება ნორზპორტში (ამერიკის შეერთებული შტატები), სადაც ეგზიუპერიმ დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები.
  • აგეის ერთ-ერთ მოედანზე, სადაც ეგზიუპერის და ცხოვრობდა, შადრევანი ეძღვნება პატარა უფლისწულს.

ციტატები:

1.მხოლოდ გულით ხედავენ კარგად, მთავარი უხილავია თვალთაგან.

2. ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც, მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს.

3. დიდებს ძალიან უყვართ ციფრები. თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ, როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო. და მათ ჰგონიათ, რომ ამით უკვე ყველაფერი გაიგეს. დიდებს რომ უთხრათ, „ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე გერანი ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო”, ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი, მათ ასე უნდა უთხრათ: „მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს” და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო!

4. ჭეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია.

5. სხვისი განსჯა უფრო იოლია, ვიდრე საკუთარი თავის.

6. ნამდვილი სიყვარული მაშინ იწყება, როცა გიყვარს და საპასუხოდ არაფერს ელი.

7. მიზანი გეგმის გარეშე, მხოლოდ სურვილია.

8. – რას აკეთებ აქ? – ჰკითხა მან ლოთს, რომელიც მდუმარედ იჯდა და წინ აურაცხელი ცარიელი და სავსე ბოთლი ელაგა. – ვსვამ, – პირქუშად მიუგო ლოთმა.

– რატომ სვამ?

– რომ დავივიწყო.

– რა უნდა დაივიწყო? – ისევ შეეკითხა პატარა უფლისწული, რომელსაც უკვე ებრალებოდა იგი.

– დავივიწყო, რომ მრცხვენია, – გაანდო ლოთმა და თავი ჩაქინდრა.

– რისი გრცხვენია? – შეეკითხა პატარა უფლისწული და ძალიან მოუნდა, რომ დახმარებოდა მას.

– მრცხვენია, რომ ვსვამ!.. – დაასრულა საუბარი ლოთმა და დადუმდა.

პატარა უფლისწული დაიბნა.

„დიდები მართლა უცნაური ხალხია”, – გაიფიქრა მან და განაგრძო გზა.

9. პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით.

10. გიყვარდეს – ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.