„გუგლის“ ოფისი 1998 წელს – ავტოფარეხი, სადაც ყველაფერი დაიწყო

გუგლი 20 წლის გახდა და ამის აღსანიშნავად, უკან 1998 წელში გადაგვისროლა და გვამოგზაურა იმ ადგილას, სადაც  გიგანტური საძიებო სისტემა იქმნებოდა. კერძოდ, სანტა მარგარიტაში, მენლო პარკში, სიუზან ვოიციცკის ავტოფარეხში, ოფისში, სადაც „გუგლის“ დამფუძნებლებმა, ლარი ფეიჯიმ და სერგეი ბრინმა დაიწყეს თავიანთი დიდებული გეგმებისთვის ხორცშესხმა.

 ოფისში ნახავთ ყველასთვის ნაცნობ CRT (ელეტრო-სხივური მილებით) მონიტორს, გუგლის მისალმებით. დაფას წარწერით: „გუგლი არის მსოფლიოს მმართველი“ და მეორე დაფა – ლოგოს აფდეითი 1998 წელს, დღევანდელი ვერსიით.იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი 6 ადამიანისგან შედგებოდა, ავტოფარეხის ერთ სართულზე სამი ოთახია ათვისებული სამუშაოდ. მიჰყევით ბმულს და იმოგზაურეთ გუგლის ოფისში.შედარებისთვის კი, შეგიძლიათ, ნახოთ ჰარის – გუგლის მეექვსე თანამშრომლის ორიგინალი ვიდეოკადრები, თუ როგორ გამოიყურებოდა ოფისი, 1998 წელს.

 

წყარო: marketer

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.