მობილობის მსურველი სტუდენტები ERSU-სა და TU-ში წელს აღარ ჩაირიცხებიან

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იმ სტუდენტებს მიმართავს, რომლებმაც გარე მობილობის წესით სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს შპს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტსა და შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში.

მათივე ინფორმაციით, უმღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამოეწურათ ავტორიზაციის ვადა, რის გამოც ვერ განხორციელდება მობილობის მსურველი სტუდენტების ამ დაწესებულებებში ჩარიცხვა.

„ასეთი სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც მობილობამდე სწავლობდნენ ან/და მონაწილეობას მიიღებენ საგაზაფხულო სემესტრის მობილობაში“, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.