ბობ ტეილორი – ტექნოლოგიური ლეგენდა, რომელმაც გამოიგონა თითქმის ყველაფერი, რასაც ოფისებსა თუ სახლებში ვიყენებთ

გასულ კვირას სამყარომ დაკარგა ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პიონერი – ბობ ტეილორი. კომპიუტერული კომპანია Alphabet-ის მთავარი წარმომადგენლის ერიკ შმიდტის თქმით,  „ბობ ტეილორმა გამოიგონა თითქმის ყველაფერი, რასაც სხვადასხვა გზით ვიყენებთ ჩვენს ყოველდღიურობაში, ოფისებსა თუ სახლებში”.

1961 წელს, NASA-ს პროექტების მენეჯერმა ბობ ტეილორმა ინვესტიცია ჩადო მეცნიერ დაგლას ენგელბარტში, რომელმაც თანხის ნაწილი გამოიყენა კომპიუტერის თაგვის („მაუსის”) შესაქმნელად. 5 წლის შემდეგ, Arpa-ში, ტეილორმა ერთგვარი ბიძგი მისცა ინტერნეტის შექმნას, როდესაც დაარწმუნა თავისი უფროსი მოეხდინა 500 000 $ -ის ინვესტირება კომპიუტერული ქსელის შესაქმნელად. ეს ქსელი იყო Alphanet – ცნობილი როგორც ინტერნეტის წინამორბედი. 1972 წელს, ტეილორი გახდა თანამედროვე პერსონალური კომპიუტერის  Xerox PARC-ის გაჩენის მოწმე. ტეილორმა შექმნა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი მაღალი ტექნოლოგიების სფეროში და მათთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა.

1970-იანების და ადრეული 1980-იანების ტექნოლოგიური თაობებისთვის მნიშვნელოვანი კლასტერი იყო – Xerox PARC-ის ჯგუფი, რომლის ლიდერიც იყო ბობ ტეილორი. ტეილორის ლაბორატორია იყო უმაღლესი ხარისხის. მაშინდელი სტენდფორდის უნივერსიტეტის პროფესორი დონალდ ნუსი უწოდებდა მას „ყველა დროის უდიდეს კომპიუტერულ მეცნიერთა ჯგუფს, რომელიც შეგროვილა ერთ ორგანიზაციაში”. ტეილორის კომპიუტერული მეცნიერების ლაბორატორიამ, Systems Science Laboratory-სთან მუშაობით, შექმნა მრავალი ინოვაცია, რომლებიც ჩვენთვის ასოცირდება თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებთან. მაგალითად, მომხმარებელთა გრაფიკული ინტერფეისი, ხატულები („აიქონები”), მენიუები, ამოჭრისა და ჩასმის (cut-and-paste) ტექნიკები, ჩაკეცვადი ფანჯრები, გამოყენებისთვის მარტივი პროგრამები ტექსტის დასამუშავებლად, Ethernet-ის ქსელური ტექნოლოგიები და ა.შ. 1979 წელს, როდესაც სტივ ჯობსი ეწვია Xerox PARC-ს, მან ნახა ინოვაციები, რომლებიც შემდგომში გააერთიანა კომპიუტერებში Lisa და Macintosh.

თუ ტეილორი იყო მწვრთნელი, ინოვატორები წარმოადგენდნენ მის გუნდს, რომელსაც ის ეკიდებოდა დიდი ყურადღებითა და ჟინით, რომ შთაეგონებინა ყველა, ვინც მუშაობდა მასთან ერთად. „როდესაც განსხვავებული და სასარგებლო რამ იწყებს მუშაობას, შენ იღებ სინერგიას მცირე ჯგუფისგან, ეს აღუწერელი გრძნობაა. ეს ჰგავს სიყვარულს. ეს არის სიყვარული” – თქვა ალან ქეიმ, კომპიუტერულმა მეცნიერმა, რომელიც მუშაობდა ტეილორთან.

ბოლო წერილში, რომელიც ტეილორმა თავის მეგობრებსა და კოლეგების მისამართით გაგზავნა, ის წერს : „თქვენ გააკეთეთ ის, რაზეც ისინი ამბობდნენ რომ შეუძლებელი იყო, თქვენ შექმენით ის, რისი დანახვა ან წარმოდგენაც მათ არ შეუძლიათ”. მას მოსწონდა იაპონური გამოთქმა – „არავინაა იმდენად ჭკვიანი, როგორც ყველა ჩვენგანი ერთად”. ეს არის ეპიტაფია ტეილორისთვის და გზავნილი თითოეული ნოვატორისთვის, მსოფლიოს მასშტაბით.

 

წყარო: marketer

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.