რა არის მთავარი წარმატებისთვის?! – ამერიკელი ანტრეპრენუარის დანიელ ლუბეცკის მარტივი ფორმულა

„წარმატებისთვის აუცილებელია მოვალეობის გრძნობა, საქმის მიმართ ვალდებულების შეგრძნება“, – ამბობს მექსიკელ – ამერიკელი ანტრეპრენუარი დანიელ ლუბეცკი. მან 2004 წელს შექმნა და დღემდე ხელმძღვანელობს საერთაშორისო კვების კომპანიას KIND Snacks.

ამბობს, რომ მისთვის წარმოუდგენელია, აკეთოს საქმე და არ ჰქონდეს ძალიან მძაფრი მოვალეობის განცდა, ვალდებულების გრძნობა.

„ჩემი ერთ-ერთი მენტორი მეუბნებოდა, ახლა როცა შენი ბიზნესი აეწყო, დამშვიდდი, არ არის საჭირო ყველაფერი თავად აკეთო და შენი პროდუქციის ყუთები ათრიოო. ერთი თვე მართლაც ვცადე ასე მოქცევა. ძალიან არაბუნებრივად ვგრძნობდი თავს, შეუძლებელი აღმოჩნდა, ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობისგან შორს დამეჭირა თავი და მხოლოდ ხელმძღვანელის რანგში ვყოფილიყავი. დიახ, როცა საჭიროა ყუთებსაც ვატარებ და სამუშაო დღის ბოლოს ან დასვენების დროსაც საქმე მიტრიალებს თავში.  მაგალითად, ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ მივდივარ. წესით, მხოლოდ გართობაზე უნდა ვფიქრობდე, მაგრამ არ შემიძლია – მაშინაც კი თვალს ვადევნებ კომპანიაში მიმდინარე მოვლენებს, ვამოწმებ მაჩვენებლებს, ვარკვევ დეტალებს და ა.შ. სხვაგვარად წარმოუდგენელია. ცოტა ხნითაც რომ მოვდუნდე, აუცილებლად რაღაც გამომრჩება, გამომეპარება ეს კი საქმეს დააზარალებს“, – ამბობს დანიელ ლუბეცკი.

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.