რა აერთიანებთ სტივ ჯობსს, ბილ გეიტსს, მარკ ზაკერბერგსა და ჯეფ ბეზოსს?

ჯეფ ბეზოსს, ჭკვიან, გამჭრიახ, მაგრამ ცბიერ და მკაცრ ადამიანად აღიქვამენ, მარკ ზაკერბერგი, თავიდანვე, სერიოზულობით და მიზანდასახულობით გამოირჩეოდა, სტივ ჯობსს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარდა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ქარიზმა ჰქონდა, ბილ გეიტსს კი, საზოგადოება, თავიდანვე, ცოტა უხეშ და ინტროვერტ პიროვნებად იცნობდა. თუმცა, ყველა მათგანი საკულტო ლიდერად იქცა. რა აერთიანებს ამ 4 ადამიანს?

სატია ნადელა: ამ ადამიანებს საქმისადმი ისეთი მიდგომა და ხასიათის შტრიხები გააჩნიათ, რაც მათ წარმატებას უზრუნველყოფს და თუ თქვენც რაიმეს მიღწევა გსურთ, იგივენაირად უნდა მოიქცეთ.

Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელას თქმით, მათ 3 რამ აერთიანებთ, რის დამსახურებითაც უსაზღვრო წარმატებას მიაღწიეს.

დიდი ლიდერები ყველაფერს ნათლად და ცხადად წარმოაჩენენ 

„ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც, ძალიან ბუნდოვან სიტუაციაში, ყველაფერს ნათელი მოჰფინოთ. როცა ადამიანს შეუძლია, გაურკვეველ ვითარებაში გამოჩნდეს და ხალხს ყველაფერი მარტივად და გასაგებად აუხსნას, ეს თვისება შეუფასებელია“.

დიდი ლიდერები ქმნიან ენერგიას 

„ყოველთვის ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ. ამიტომ, უნდა მოახერხოთ, თქვენს გარშემო შექმნათ ენერგია. ანუ უნდა შეგეძლოთ გარშემომყოფების შთაგონება, მათ განწყობაზე, დამოკიდებულებასა და ქცევაზე თქვენთვის სასურველი გავლენის მოხდენა“.

სტივ ჯობსი, ბილ გეიტსი, მარკ ზაკერბერგი და ჯეფ ბეზოსი

დიდი ლიდერები მხოლოდ წარმატებასთან ასოცირდებიან

„დამაბრკოლებელი და ხელის შემშლელი ფაქტორები ყოველთვის იქნება. დიდი ლიდერები არასოდეს ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს, პირიქით, ერგებიან რეალობას და მოცემულ პირობებში აკეთებენ საკუთარ საქმეს. თუ შეცდომას უშვებენ, არასოდეს წუწუნებენ, გარემოებებს არ აბრალებენ და თავს არ იმართლებენ. უბრალოდ დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ“.

წყარო: Inc.com

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.