უმბერტო ეკო – ფუკოს ქანქარა (რომანის მოკლე შინაარსი)

—1988—
რომანის მოკლე შინაარსი
კითხვის დრო — 10 წთ
ორიგინალი — 22 სთ

ცნობილი იტალიელი მწერლის, ფილოლოგისა და ლიტერატურის ისტორიკოსის ამ რომანში კვანძის შეკვრა მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისზე მოდის, იმ დროზე, როდესაც იტალიაში ჯერ კიდევ მძვინვარებს ახალგაზრდების ამბოხება; ცოტა მოულოდნელია, რომ მთხრობელის, მილანის უნივერსიტეტის სტუდენტის, კაზობონის „პოლიტიკური არჩევანი“ ფილოლოგიაზე მოდის: „აქამდე მოვედი როგორც ადამიანი, რომელიც თამამად იღებს ხელში ჭეშმარიტებაზე მსჯელობის ტექსტებს და მზადაა, გაასწოროს ისინი.“ უმეგობრდება გამომცემლობა „გარამონის“ სამეცნიერო რედაქტორს ბელბოს და მის თანამშრომელ დიოტაველის; ამ მეგობრობას ასაკში განსხვავება ხელს ვერ უშლის; მათ აერთიანებთ ადამიანური აზროვნების გამოცანებისა და შუა საუკუნეებისადმი ინტერესი. კაზობონი ტამპლიერებზე წერს დისერტაციას; მკითხველის თვალწინ ჩაივლის ამ სარაინდო საძმოს ისტორია, მისი აღმოცენება, ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობა, სასამართლო პროცესის გარემოებები, რომელიც დასრულდა ორდენის ხელმძღვანელის სიკვდილით დასჯითა და ორდენის დაშლით.

ამის შემდეგ რომანი გადადის ჰიპოთეზების სფეროში — კაზობონი და მისიმეგობრები ცდილობენ ტაძრის რაინდთა ორდენის სიკვდილისშემდეგ ბედს მისდიონ. მათი მცდელობის საწყისი წერტილია გამომცემლობაში გადამდგარი პოლკოვნიკის სტუმრობა. სამხედროს სჯეროდა, რომ ორდენის რაინდთა დაშიფრულ გეგმას მიაგნო; ეს იყო საიდუმლო შეთქმულების გეგმა, რევანშის ჩანაფიქრი, რომელიც საუკუნეებზე იყო გათვლილი. ერთი დღის შემდეგ პოლკოვნიკი უკვალოდ ქრება; ვარაუდობენ, რომ მოკლეს; თვით ეს მოვლენა ან უსიამო განცდა, რომელიც მისგან დარჩა, კაზობონს მეგობრებს დააშორებს. განშორება რქამდენიმე წელს გრძელდება: კაზობონი უნივერსიტეტს ამთავრებს, დიპლომს იცავს და იტალიური ენის მასწავლებლად მიდის ბრაზილიაში.

გამგზავრების უშუალო მიზეზია შერეული სისხლის ლამაზმანის, მარქსის იდეებითა და სამყაროს რაციონალური ახსნის სურვილით გამსჭვალული ბრაზილიელი ქალის, ამპაროს სიყვარული. ქვეყნის მაგიური ატმოსფერო და უჩვეულო შეხვედრები, რომლებსაც ბედი ძნელად ასახსნელი სიჯიუტიტ სთავაზობს, კაზობონს საკუთარი თავისთვის შეუმჩნევლად უკუ-ევოლუციას გაატარებს: რაციონალური მსოფლხედვა მას სულ უფრო ნაკლებ დამაჯერებლად ეჩვენება. ისევ ცდილობს, შეისწავლოს ძველი კულტების ისტორია და ჰერმეტული მოძღვრებები, ნელნელა ჩაითრევს ამ საქმეში სკეპტიკურად განწყობილ ამპაროსაც; მას იტაცებს ჯადოქართა მიწა — ბაია სწორედ ისე, როგორც ლექცია როზენკრეიცერებზე, რომელთა სიმრავლის შეცნობა ჯერ კიდევ წინ აქვს. საიდუმლოს ბუნებაში წვდომის მცდელობებს ნაყოფი გამოიღებენ, თუმცა მისთვის ეს მწარე ნაყოფი აღმოჩნდება: მაგიური წესჩვეულების აღსრულების დროს, რომელზეც ისინი მოიწვიეს განსაკუთრებული პატივისცემის დასადასტურებლად, ამპარო საკუთარი ნების წინააღმდეგ ტრანსში ჩავარდა და გამოფხიზლებულმა ეს ამბავი არც საკუთარ თავს და არც კაზაბონს არ აპატია. ამის შემდეგ კაზობონმა ბრაზილიაში კიდევ ერთი წელი გაატარა და სამშობლოში დაბრუნდა.

მილანში კაზობონი ისევ ხვდება ბელბოს და მისი სახელით იღებს მიწვევას, ითანამშრომლოს გამომცემლობა „გარამონთან“. თავიდან ლაპარაკია ლითონების სამეცნიერო ენციკლოპედიაზე, მაგრამ მალე მისი ინტერესების სფერო არსებითად ფართოვდება და ისევ მოიცავს საიდუმლოსა და ეზოთერულის სამყაროს; საკუთარ თავს გამოუტყდება მასში, რომ სულ უფრო უჭირს მაგიის სამყაროსა და მეცნიერების სამყაროს გამიჯვნა: ხალხი, რომლებზეც ჯერ კიდევ სკოლაში ეუბნებოდნენ, რომ მათ შეიტანეს მათემატიკისა და ფიზიკის სინათლე ცრურწმენების უღრან ტყეში, თურმე სინამდვილეში თავის აღმოჩებს აკეთებდნენ იმიტომ, რომ „ერთი მხრივ, ლაბორატორიას და, მეორე მხრივ, კაბალას ეყრდნობოდნენ.“ ამას დიდად შეუწყო ხელი პროექტრმა „ჰერმესმა“, ბატონ გარამონის, გამომცემლობის ხელმძღვანელის პირმშომ; მის განხორციელებაში ჩაბმული არიან კაზობონიც, ბელბოც და დიოტალევიც. პროექტის არსი ის არის, რომ გამოცხადებულია ოკულტიზმის, მაგიისა და ა.შ. ძეგლების სერია, რომ მოიწვიონ როგორც სერიოზული ავტორები, ისე ფანატიკოსები, შეშლილები, რომლებიც მზად არიან, თვითონ გადაიხადონ ფული საკუთარი ქმნილებების გამოსაცემად; ამ გამოცემებს აძლევენ გამომცემლობა „მანუციოს“, რომლის ნათესაობა „გარამონთან“ უმკაცრეს საიდუმლოს წარმოადგენს; პრაქტიკულად ეს პროექტი ავტორების ჯიბიდან ფულის დაცინცვლას ემსახურებოდა. ოკულტისტების წრეებთან თანამშრომლობით „გარამონი“ სერიოზულად ხეირობდა, ამიტომ ბელბოს და მის მეგობრებს დავალებული ჰქონდათ, არაფერზე არ თქვან უარი.

„გარამონისთვის“ განკუთვნილი გამოცემები რაღაც მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებდნენ; კაზობონის რეკომენდაციით, პროექტის სამეცნიერო კონსულტანტად ბრაზილიაში გაცნობილი ვინმე ბატონ ალიეს მოიწვევენ, რომელიც ან ავანტურისტია ან კეთილშობილი გვარის შთამომავალი, შესაძლოა გრაფი, ყოველ შემთხვევაში, მდიდარი კაცია, აქვს დახვეწილი გემოვნება და უეჭველად დიდი ცოდნა მაგიისა და ოკულტური მეცნიერებების სფეროში; უძველეს მაგიურ რიტუალებზე ისე ჰყვება, თითქოს თვითონ მონაწილეობდა მათში; ხანდახან ამაზე თავადაც პირდაპირ მიუთითებს. ამავე დროს, სნობი არ არის, არ ერიდება აშკარა შარლატანებსა და გიჟებს და დარწმუნებულია, რომ ყველაზე უვარგის ტექსტშიც შეიძლება მოიძებნოს „თუ ჭეშმარიტების არა, უჩვეულო ტყუილის ნაპერწკალი მაინც, და ეს უკიდურესობანი ხომ ერთამენეთს ეხებიან“. მის მიმდევრებს იმედი აქვთ, რომ მისი მეშვეობით ღვარძლის ნაკადს აიცილებენ და თავისი პატრონის გასამდიდრებლად მიმართავენ, ამავე დროს, შესაძლოა თავისთვის აღმოაჩინონ ჭეშმარიტების რამდენიმე მარცვალი; დათრგუნული არიან „ბატონი გრაფის“ ავტორიტეტით და იძულებული არიან ამ ნაკადში იფართხალონ და რამეზე უარის თქმა არ გაბედონ, ნებისმიერი ღვარძლი შეიძლება მარცვალს შეიცავდეს, რომელიც არ ჩანს და რომელსაც ვერ აღმოაჩენს ვერც ლოგიკა, ვერც ინტუიცია, ვერც საღი აზრი, ვერც გამოცდილება. აი მოხეტიალე ალქიმიკოსის სიტყვები, რომელთაც ყური მოჰკრა კაზობონმა ერთ-ერთი, ახლა უკვე არც ისე შორეული, შამანური, მშობლიურ სახლთან ძალიან მოახლოებული რიტუალის დროს, რომელზეც ისინი ალიეს მიწვევით აღმოჩნდნენ: „რა არ ვცადე: სისხლი, თმა, სატურნის სული, მარკაზიტები, სევადი, მარსის ზაფრანი, რკინის ანათალი და ქაფი, ტყვიის ჟანგი, სტიბიუმი, არაფერმა გაჭრა. ვცდილობდი, ვერცხლის ზეთი და წყალი მიმეღო, ვერცხლის კალცინაციას ვცდილობდი მარიწყალშიც და უმარილოდაც, სპირტშიც, კოროზიული ზეთები გამოვიყვანე, მეტი რაღა გითხრათ, აბა… ვიყენებდი რძეს, ღვინოს, კვეთს, დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავების სპერმას, ქრისტესისხლას, ჩანასახის პლაცენტას, ვერცხლისწყალს ვურევდი სხვა ლითონებში და ვაკრისტალებდი, ნაცარიც კი ვიკვლიე…“ „არაფერი არ ითხოვს ისეთ სიფრთხილეს, როგორც ჭეშმარიტება. მისი აღმოჩენა იგივეა, თუითქოს სისხლი პირდაპირ გულიდან უნდა გამოუშვა…“

ჭეშმარიტებას შეუძლია მოაქციოს ან დააქციოს სამყარო, რადგან მისგან თავის დაცვა არ შეუძლია; მაგრამ ჭეშმარიტების მიგნება ჯერჯერობით შეუძლებელია; სწორედ ამიტომ არაფრის უგულებელყოფა არ შეიძლება — უმჯობესია კიდევ ერთხელ ყველაფერი გამოიცადოს, რაზეც ოდესმე უფიქრია ან რისი იმედიც ჰქონია რომელიმე ზიარებულს. დაე გაუმართლებელი იყოს, დაე მცდარი იყოს (რას ეზიარენ, ბოლოს და ბოლოს?) — სულერთია. „ყოველ შეცდომაში, შეიძლება, ჭეშმარიტება იმალებოდეს. ნამდვილ ეზოტერიზმს წინააღმდეგობის არ ეშინია,“ — ამბობს ალიე.

და მცდარ ჭეშმარიტებათა და ჭეშმარიტებით ორსული შეცდომების ეს მორევი მეგობრებს ტამპლიერების ორდენის გეგმის ძიებისკენ უბიძგებს; საიდუმლოების მოცული დოკუმენტს, რომელიც გამქრალმა პოლკოვნიკმა დატოვა, ისევ და ისევ შეისწავლიან და თითოეულ პუნქტს ეძებნება ისტორიული განმარტება: ამას თითქოს როზენკროიცერები აკეთებდნენ, ამას — პავლიკიანები, იეზუიტები, ბეკონი, აქ ასასინების ხელი იცნობა… თუკი გეგმა მართლა არსებობს, მან ყველაფერი უნდა ახსნას; ამ დევიზით გადასაწერია მსოფლიოს ისტორია და თანდათანობით აზრი, „ვიპოვეთ გეგმა, რომლითაც მსოფლიო მიდის“ იცვდლება აზრით „მსოფლიო მიდის ჩვენი გეგმის მიხედვით.“

ზაფხული გადის; დიოტალევი შვებულებიდან მძიმედ დაავადებული დაბრუნდა, ბელბო კიდევ უფრო გატაცებულია გეგმით, რომელზე მუშაობაში წარმატებით ცდილობს პირადი ცხოვრების წარუმატებლობების გადაფარვას, ხოლო კაზობონი მამობისთვის ემზადება: მისმა ახალმა მეგობარმა ლიამ მალე უნდა იმშობიაროს. ამასობაში მათი გარჯა დასასრულს უახლოვდება: უკვე ესმით, რომ გეგმის მონაწილეთა უკანასკნელი შეხვედრა უნდა შედგეს სენ-მარტენ-დე-შანის სააბატოს ტაძრის პარიზულ მუზეუმში, ხელოვნებათა და ხელოსნობათა საცავში, სადაც იმყოპფება ფუკოს ქანქარა, რომელიც მკაცრად განსაზღვრულ მომენტში მიუთითებს რუკაზე წერტილს — სამყაროს მეფის სამფლობელოს შესასვლელს, ომფალოსს, Umbiculus Telluris ანუ სამყაროს ჭიპს. თანდათანობით ერთმანეთს არწმუნებენ იმაში, რომ მათთვის ცნობილია დღე და საათი, მხოლოდ რუკის მოძებნაა საჭირო, მაგრამ სწორედ ამ დროს დიოტალევი საავადმყოფოში აღმოჩნდება სრულიად უიმედო დიაგნოზით, კაზობონი ლიასთან და ჩვილ ბავშვთან ერთად მთებში მიემგზავრებაქ, ხოლო ბელბო, რომელსაც მის პირად ცხოვრებაში ბედნიერ მეტოქედ ქცეული ალიესადმი ეჭვიანობა წარმართავს, გადაწყვეტს, გაუზიაროს მას თავისი ცოდნა გეგმაზე, ოღონდ არ ეტყვის, რომ რუკა არ გააჩნიათ და რომ ბოლომდე დარწმუნებული არ არიან, რომ ეს გაშიფვრა მათი საერთო და აღგზნებული წარმოსახვის შედეგი არ არის.

ამასობაში ლია უმტკიცებს კაზობონს, რომ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის ნაწყვეტ-ნაწყვეტი ჩანაწერები, რომლებიც მათ გეგმის კონსპექტად მიიღეს, სინამდვილეში შეიძლება ყვავილების მაღაზიის მეპატრონის გამოთვლები იყოს; ამასობაში დიოტალევი სიკვდილის პირასაა; მისი უკრედები მას აღარ ემორჩილებიან და მის სხეულს საკუთარი გეგმის მიხედვით აშენებენ, რომელსაც კიბო ეწოდება; ბელბო ხელში ჩაუვარდა ალიესა და მისი მომხრეების ხროვას, რომელიც თავიდან მიაგნებს ხერხს, თუ როგორ უნდა დააშანტაჟოს, ხოლო შემდეგ შეიტყუებს პარიზში და სიკვდილის საფრთხის ქვეშ აიძულებს, უკანასკნელი საიდუმლო, რუკა, გადაუშალოს. კაზობონი მას დაეძებს, მაგრამ მხოლოდ მის აღსასრულს მიუსწრებს: ხელოვნებათა და ხელოსნობათა საცავში ალქიმიკოსების, ჰერმეტისტების, სატანისტებისა და სხვა გნოსტიკოსების ბრბო, რომელსაც ალიე ხელმძღვანელობს და აქ უკვე გრაფ სენ-ჟერმენად გვევლინება, რაკი ბელბოსგან რუკის ადგილსამყოფელის გაგება ვერ მოახერხა, სიკვდილით სჯის მას, ფუკოს ქანქარაზე მიბმული თოკით ახრჩობს. აქ იღუპება მისი სატრფოც. კაზობონი გაქცევით შველის თავს; მეორე დღეს მუზეუმში კვალიც არ არის წინა დღის მოვლენებისა, მაგრამ კაზობონს ეჭვიც არ ეპარება, რომ ახლა მისი ჯერია, მით უმეტეს, რომ პარიზიდან გამგზავრებისას დიოტალევის სიკვდილის ამბავსაც გაიგებს. ერთი მათგანი იმ ხალხმა მოკლა, რომელმაც გეგმა დაიჯერა, ხოლო მეორე — უჯრედებმა, რომელთაც დაიჯერეს, რომ საკუთარი გეგმის შედგენა და მის მიხედვით მოქმედება შეუძლიათ; კაზობონი, რომელსაც ეშინია, თავისი სატრფო და ჩვილი ბავშვი საფრთხეში არ ჩააგდოს, ბელბოს სახლში იკეტება, სხვის ქაღალდებში იქექება და ელოდება, ვინ და როგორ მოვა მის მოსაკლავად.

 

წყარო: დიადი წიგნები

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.