საინტერესო ფაქტები მწერლებზე

ახალგაზრდობაში უილიამ ფოლკნერი ფოსტალიონად მუშაობდა და სამსახურიდან იმის გამო გააძევეს, რომ ზოგჯერ ადრესატის მისამართის ძებნა ეზარებოდა და წერილებს ნაგვის ურნაში ყრიდა.

• ებრაელმა ფრანც კაფკამ ცხოვრების დიდი ნაწილი პრაღაში გაატარა. იგი გერმანულ, ჩეხურ და ფრანგულ ენებზე წერდა. სიცოცხლეში მხოლოდ რამდენიმე ნაწარმოების გამოქვეყნება შეძლო და 3 დაუსრულებელი რომანი დარჩა. კაფკა (40 წლის ასაკში) ტუბერკულოზით გარდაიცვალა. მწერლის ბაბუა ებრაელი ყასაბი იყო, კაფკა კი – ვეგეტარიანელი.

• არტურ კონან დოილი სპირიტიზმით იყო გატაცებული. სეანსებს მეუღლესთან და ილუზიონისტ გარი გუდინისთან ერთად ესწრებოდა.

• უილიამ შექსპირი 1564 წლის 23 აპრილს დაიბადა და 52 წლის შემდეგ, საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა. 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა მიგელ დე სერვანტეს საავედრა.

• ჩარლზ დიკენსი ჰიპნოზით იყო დაინტერესებული და თავისუფალ დროს, პარიზის მორგს სტუმრობდა. მწერალს არ შეეძლო მუშაობა, თუ ოთახში ავეჯი მისი გემოვნებით არ იყო განლაგებული, ამიტომ მუშაობას ავეჯის გადაადგილებით იწყებდა. დიკენსს არ სურდა, გარდაცვალების შემდეგ, მისთვის ძეგლი დაედგათ. მწერლის ერთადერთი მონუმენტი ფილადელფიაში მდებარეობს.

• ერნესტ ჰემინგუეი პეირაფობიით (სახალხო გამოსვლის შიში) იტანჯებოდა. 5 ომი, 4 ავტოკატასტროფა, 2 ავიაკატასტროფა გადაიტანა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

• ედგარ ალან პოს სიბნელის ეშინოდა. პატარა ედგარს მათემატიკის გაკვეთილები სასაფლაოზე უტარდებოდა. სიღარიბის გამო, მოსწავლეებს წიგნების შეძენის საშუალება არ ჰქონდათ. სასაფლაოზე კი, პედაგოგის დახმარებით, მიცვალებულის დაბადებისა და გარდაცვალების წლებს ანგარიშობდნენ.

• მარკ ტვენი სემუელ ლენგჰორნ კლემენსის ლიტერატურული ფსევდონიმია. ნაწარმოებებს ხშირად, სხვადასხვა ფსევდონიმით აწერდა ხელს. სხვათა შორის, “მარკ ტვენი” ნავიგაციის ტერმინია და მას, მისისიპელი მენავეები მდინარის სიღრმის გასაზომად იყენებდნენ. მარკ ტვენმა მოწევა 8 წლიდან დაიწყო და უკვე მოზრდილი, დღეში 20-40 ყველაზე მყრალ და იაფფასიან სიგარას ეწოდა.

• აგატა კრისტი დისგრაფიით (წერის უნარის დარღვევა, რომელიც არ არის დაკავშირებული ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან) იტანჯებოდა – ხელით წერა არ შეეძლო. ყველა მისი ნაწარმოები კარნახით დაიწერა.

• “ბეჭდების მბრძანებლის” ავტორი – ჯონ რონალდ რუელ ტოლკიენი ცუდი მძღოლი იყო: სააბაზანოში იძინებდა, რომ ხვრინვით ცოლი არ შეეწუხებინა; ყველაფერი ფრანგულისა და საერთოდ, ფრანგების წინააღმდეგი იყო.

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.