ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა სტიპენდიებთან დაკავშირებით

25 იანვარს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 503 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ნიდერლანდური ენის შესწავლასა და სტიპენდიებთან დაკავშირებით.

ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ სტიპენდიებს აღმოსავლეთ ევროპის ნიდერლანდისტიკის გაერთიანების კონფერენციებსა და საზაფხულო კურსებზე გენტში, კორტრეიკსა და ოსტენდეში (ბელგია).

დრო: 25 იანვარი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, ოთახი 503 (გ. წერეთლის ქ. № 3)

დასწრება თავისუფალია.

 

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.