ლექცია თემაზე: „განათლება და ეკონომიკური განვითარება“.

24 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ 30-დან 120-მდე კრედიტი, ვიწვევთ სკოლის დეკანის, პროფესორ გიორგი ქადაგიძის ლექციაზე: „განათლება და ეკონომიკური განვითარება“.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 23 იანვრის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://goo.gl/forms/4CT7XWjEupdgKtbg2

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 13:45 საათი

დრო: 24 იანვარი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E406 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.