გიორგი კალატოზიშვილის ლექცია „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი – რატომ არის საშიში კრიზისი და ვინ რჩება მოგებული ამ სიტუაციაში?“

25 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ გიორგი კალატოზიშვილის ლექციაზე: „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი – რატომ არის საშიში კრიზისი და ვინ რჩება მოგებული ამ სიტუაციაში?“

  • რა სხვაობაა ზოგად და სპეციფიკურ კრიზისებს შორის?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი და დროული კრიზისული კომუნიკაცია?

მხოლოდ პრაქტიკული მაგალითები და პრაქტიკული რჩევები კრიზისული კომუნიკაციების სპეციალისტისგან.

მომხსენებლის შესახებ

გიორგი კალატოზიშვილს საკონსულტაციო ბიზნესსა და სტრატეგიულ პიარში მუშაობის 14-წლიანი, ხოლო მედიაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს გაიარა ქოუჩინგის, სტრატეგიული პიარის, ადვოკაციისა და მედიაციის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები. ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის (Erickson.edu) კურსდამთავრებული ქოუჩი, The MGI Management Institute-ის და აშშ-ის პიარასოციაციის (PRSA) მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტია კრიზისული კომუნიკაციების ეფექტიან მართვაში. ასევე არის ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტი ზიანის შემცირების პროგრამების ადვოკაციაში.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 25 იანვრის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://goo.gl/forms/pSdCGr33BtXsq4qO2

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 18:45 საათი

დრო: 25 იანვარი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.