Bloomberg-მა მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნები დაასახელა

Bloomberg-მა ქვეყნების ეკონომიკის ინოვაციურობის ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის ლიდერობას უკვე მეექვსედ სამხრეთ კორეა ინარჩუნებს. მინიმალური სხვაობით მეორე ადგილს გერმანია იკავებს. მესამე ადგილზე ფილიპინები გავიდა, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე კი შვეიცარია და ისრაელი. აშშ მერვე ადგილზე მოხვდა, რაც წინსვლაა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ტოპ ათეულს მიღმა დარჩა. ყველაზე წარუმატებელ ქვეყნებად ტუნისი და უკრაინა დასახელდნენ, რომლებიც ორმოცდაათეულის მიღმა აღმოჩნდნენ. წელს, რეიტინგს ათი ახალი ქვეყანა დაემატა, მათ შორის, ინდოეთი, მექსიკა, საუდის არაბეთი და ვიეტნამი. Bloomberg Innovation Index-ი უკვე მეშვიდე წელია ქვეყნდება. სპეციალისტები 7 მაჩვენებლის მიხედვით ათობით კრიტერიუმს სწავლობენ. მათ შორისაა ხარჯები კვლევებისთვის, წარმოების დონე და მაღალტექნოლოგიური კომპანიების კონცენტრაცია. წლევანდელ რეიტინგებში ორასზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.