რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი?

საკონსულტაციო კომპანიამ Brand Finance ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველად ადგილას კომპანია Amazon გავიდა. გამარჯვება ბრენდმა უკვე მეორედ მოიპოვა. ბრენდის ღირებულება 187,9 მლრდ დოლარად შეაფასეს. ერთი წლის განმავლობაში მაჩვენებელი თითქმის 25%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე კომპანია Apple გავიდა, რომლის ბრენდის ღირებულება 153,6 მლრდ დოლარია. მესამე ადგილს Google-ის ბრენდი იკავებს, 142,7 მლრდ დოლარიანი ღირებულებით. მეოთხე ადგილზეა კომპანია Microsoft – 119,5 მლრდ დოლარით. საუკეთესო ხუთეულშია კომპანია Samsung – ბრენდის ღირებულება 91,2 დოლარია.

ყოველწლიურად, Brand Finance მსოფლიოს უდიდეს ბრენდებს აფასებს. წელს, 500 ბრენდის სია 22 იანვარს, მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე, შვეიცარიაში, ქალაქ დავოსში გახდა ცნობილი. განხილული კომპანიები ყველა სექტორიდან არიან.

 

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.