მარტივი რეცეპტი, თუ როგორ ვიყოთ კრეატიულები

საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ კრეატიული არ არის. საქმე უფრო რთულადაა მაშინ, როდესაც ადამიანები თითქოსდა განგებ იბეჭდავენ გონებაში იმას, რომ არ შეუძლიათ კრეატიული აზროვნება და მიდგომა. ისინი არა მარტო არწმუნებენ საკუთარ თავებს, არამედ ცდილობენ რომ ამაში სხვებიც დაარწმუნონ. რეალურად, მართლაც ასეა, რასაც ვიწამებთ, მხოლოდ ის გვჯერა და იმის მიხედვით ვმოქმედებთ. ვერ ვიტყვით, რომ ეს ბუნებრივი შეგრძნება არ არის, რადგანაც სამყაროში მართლაც ბევრი ერთმანეთზე შემოქმედებითი ადამიანი არსებობს, რომელთა გვერდითაც საზოგადოების ზემოხსენებული ნაწილი თავს ნაკლებად კრეატიულად თვლის.

statiebi-bog

იმისთვის, რომ მივხვდეთ, თუ რამდენად კრეატიულები ვართ, პირველ რიგში, საჭიროა, განვსაზღვროთ, თავად რას მოიცავს ეს ტერმინი. კრეატიულობა არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნების ნიმუშების შექმნასა და ახალი, ინოვაციური ბიზნეს-იდეების მოფიქრებას. იგი მოიცავს ისეთ საკითხებსაც, თუნდაც, როგორიცაა პრობლემების გადაჭრის ხერხების მოფიქრება – მასთან შემოქმედებითად მიდგომა და უბრალოდ, სხვადასხვა ვარიაციის დაშვება. კრეატიულობა გულისხმობს ფიქრის გამრავალფეროვნებას, რაც, რეალურად, არ არის რთული, თუ ოდნავ მეტ დროს დაუთმობთ.

არ არსებობს პრობლემის გადაჭრისთვის კრეატიული ხერხის მოფიქრება, თუკი თავად პრობლემა არ არსებობს. პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ, რა არის პრობლემა, რას მოიცავს იგი და მხოლოდ მას შემდეგ დაფიქრდეთ მისი გადაჭრის ხერხებზე – რაც თქვენს კრეატივს გზას უპირობოდ გაუხსნის.

ასევე, აუცილებელია, ვიცოდეთ და დავიმახსოვროთ ისიც, რომ ყველა ადამიანი თანაბარი კრეატიული შესაძლებლობით დაიბადა და რომ ზოგ მათგანში იგი დრომ და გარკვეულმა ფაქტორებმა დათრგუნა, რამაც საბოლოოდ, მათ გაუღვივა იმის შეგრძნება, რომ კრეატიულები არ არიან. ყველა ადამიანს აქვს ძებნისა და პოვნის უნარი და განზრახ არ უნდა ჩაიბეჭდოთ ტვინში, რომ თქვენ ეს არ გამოგდით.

პირველ რიგში, რაც კრეატიულობას სჭირდება, არის პრაქტიკა. ეს ფაქტორი არის ის, რაც ნამდვილად გაგივითარებთ უნარებს, შემოქმედებითად მიუდგეთ საკითხებს და არა – სწორხაზოვნად. სოციალური ქსელების მაგივრად, მეტი დრო დაუთმეთ ფიქრსა და ინოვაციურ აზროვნებას.

მეორე მთავარი ფაქტორი კრეატიულობისთვის, არის ცხოვრებისეული გამოცდილებები – იგი აერთიანებს ყველაფერს, რაც კი ოდესმე გისწავლიათ აქამდე. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება განსხვავებულ ისტორიებს იტევს, შესაბამისად, ეს ისტორიები ხშირად უნდა გახადოთ ბიძგი და ინსპირაცია შემოქმედებითი მიდგომებისთვის. რეალურად, ამის რესურსი სწორედ ამ ცხოვრებისეულ გამოცდილებებში იმალება.

არავინაა ვინმე სხვაზე მეტად კრეატიული. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღქმებსა და რწმენებს – რასაც მოინდომებთ, იმას დაიჯერებთ. ეცადეთ, არ გამოიტანოთ დასკვნები სხვების შემოქმედებითობიდან გამომდინარე – ირწმუნეთ, რომ მას თქვენზე მეტი პრაქტიკა აქვს ამ საკითხში და იმიტომაც ხდება ამგვარად. ერთხელ თუ ეცდებით და საკითხებს კრეატიულად მიუდგებით, მეორედ აღარ მოგინდებათ, იხელმძღვანელოთ ბანალური მიდგომებით.

წყარო: Inc

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.