გიორგი ქადაგიძემ რეორგანიზაციის გასაუქმებლად ილიაუნის 24 საათი მისცა

ილიაუნის ბიზნესსკოლის ყოფილმა დეკანმა, გიორგი ქადაგიძემ რეორგანიზაციის გასაუქმებლად უნივერსიტეტს 24 საათი მისცა.

“ბიზნესის სკოლა არის ბიზნესის სკოლა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, ჩვენ გვაქვს ჩვენი გადასაწყვეტი საკითხები. არ გვჭირდება დამატებით სხვა პროგრამები, რომლებიც მხოლოდ სირთულეს წარმოადგენს”, — ამის შესახებ ქადაგიძემ ილიაუნიში სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. გარდა ამისა, მან ადმინისტრაციისგან მოითხოვა, რომ უნივერსიტეტის ფინანსები გახდეს გამჭვირვალე.

31 იანვარს ქადაგიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტისთვის ცვლილებები და ძირეული სიახლეები მიუღებელია და თანამდებობიდან მოხსნეს.

“პირადი მიზეზების გამო მომიწია ერთი კვირით ქვეყნის დატოვება. ამ პერიოდს “მომზადებული” ხვდება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ატარებს ე.წ. რეორგანიზაციას, რომლის შედეგად, სამწუხაროდ, აღარ ვარ სკოლის დეკანი”, — განმარტავს ქადაგიძე.

უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას თქმით, სტრუქტურული რეფორმაში მონაწილეობაზე გიორგი ქადაგიძე უარს ამბობდა.

“გავაკეთეთ რეფორმა, შევქმენით ახალი ფაკულტეტი, გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი დეკანის თანამდებობაზე, რომელში მონაწილეობაც ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია, მათ შორის გიორგი ქადაგიძესაც. სიახლის ნამდვილად არ გვეშინია, არამედ სიახლე გვჭირდება. “მოძრაობა და მარტო მოძრაობა.” ეს ბოლო რეფორმაც ამის დასტურია”, — წერს ზედანია.

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.